ექთნებისა და ექთნის თანაშემწის დასაქმების პროგრამა გერმანიაში

გთავაზობთ გერმანიის კლინიკებში ექთნების დასაქმების პროგრამასა და პროფესიული განათლების მიღებას მოხუცთა დაწესებულებებში დასაქმების პერსპექტივით.

პროგრამა მოიცავს ბინით უზრუნველყოფას, 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებას და სრული შტატით დასაქმებას კლინიკის სხვადასხვა განყოფილებებში:
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• სამედიცინო კოლეჯის კურსდამთავრებულებს (მედდა)
• სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს
• სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდემტებს მე-3 კურსიდან
წინაპირობა
• პროფესიული გამოცდილება (მოქმედი ექთნები)
• მაღალი აკადემიური მოსწრება (კოლეჯის სტუდენტები)
• გერმანული ენის ცოდნა B2 დონეზე (სავალდებულოა გოეთეს სერთიფიკატი)
– ქართულ-გერმანული ცენტრი გთავაზობთ ამ პროგრამისთვის გერმანული ენის შემსწავლელ კურსს, როგორც დამწყებთათვის, ასევე გარკვეული საბაზისო ცოდნის მქონე კანდიდატებისათვის.
ენის შემსწავლელი კურსის ბოლო ერთ წელს გთავაზობთ უფასოდ!
სწავლა დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან.
– დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ასევე 3 წლიანი პროფესიული განათლების მიღებას მოხუცებულთა დაწესებულებაში, სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ პროფესიით მუშაობისა და გერმანიაში ბინადრობის უფლების უზრუნველყოფით.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
– ყველას, ვისაც აქვს სრული საშუალო განათლება
– გერმანულ ენას ფლობს B1-B2 დონეზე (სერთიფიკატი სავალდებულოა)
– მიიღებიან 40 წლამდე კანდიდატები
მოგვწერეთ ელ. მისამართზე: gdzmedizin@gmail.com

0