28 დეკემბერი, 2021 წელი, გაიცანით! თეთრ ხალათში გამოწყობილი მომავალი ექიმები:

ეკა ლომინაძე, მარიამ კაცაძე, თინათინ ხიზანეიშვილი.

საქართველო, შენ მათი წარმატებებით უნდა იამაყო!

ეს ახალგაზრდები, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, სულ ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გრძელვადიანი პრაქტიკის მისაღებად. მალე სამშობლოში პროფესიონალები დაგვიბრუნდებიან. შესაძლებელია, კლინიკაშიც სიამოვნებით დაიტოვონ. თუმცა, სწორედ ასეთი ახალგაზრდები საქართველოს უფრო სჭირდება! ისინი ხომ ძალიან ჭკვიანები, მიზანდასახულები, ლამაზები და თავიანთ მომავალ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულები არიან.

აქვე, კიდევ ერთხელ, გულითადი მადლობა ჩვენს მშვენიერ, ერთგულ და შემდგარ ნიჭიერ ექიმებს, თამარ ჯაჯანიძეს, ნინო შამუგიას, ანი კუჭუხიძეს, ქეთი მელივაძეს, დავით მეტრეველსა და ნინი კუკავას, თაზო ხურციძეს, თორნიკე მთავრიშვილს, თამთა ხელიძეს, გვანცა კობახიძეს, ბექა ჯერიაშვილს, გვანცა გაბიდაურსა და სხვებს, რომლებიც ახლა თქვენ გმასპინძლობენ და დახმარების ხელს გიწვდიან. მადლობა ქართულ-გერმანული ცენტრის ერთგულ მეგობარსა და პარტნიორს, კლინიკის მთავარ ექიმს ბატონ მარტინ აიკეს, რომელის უშუალო ძალისხმევით თითქმის ათი წელია პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და რომელსაც, კლინიკის ხელმძღანელობასთან ერთად მიაჩნია, რომ ქართველი ახალგაზრდები ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესონი არიან.

წარმატებები თქვენ, ჩვენო კარგებო! გვჯერა, რომ გვასახელებთ!!!

0