25.07– 03.08.2019 ქართულ–გერმანულ ცენტრს ოჯახთან ერთად სტუმრობდა პარტნიორი კლინიკის მთავარი ექიმი, პროფესორი ბატონი მარტინ აიკე, რომელთანაც ჩვენს ორგანიზაციას 6 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. სტუმრობის მიზანი იყო როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა–დათვალიერება, ასევე საქმიანი შეხვედრები. 
26.07.2019 ქართულ–გერმანულ ცენტრში ჩატარდა ერთწლიანი სამედიცინო პრაქტიკისათვის შესარჩევი კონკურსი, სადაც გამოვლინდა ოთხი წარმატებული სტუდენტი. ისინი შემოდგომაზე ერთი წლით გაემგზავრებიან გერმანულ კლინიკაში პრაქტიკისა და მომავალში ექიმ–ასისტენტად დასაქმების პერსპექტივით.
ქართულ–გერმანული ცენტრი წარმატებას უსურვებს მათ!

0