კულტურა და ხელოვნება

დაარსების დღიდან ქართულ-გერმანული ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროში. რეგულარულად ეწყობა გამოფენები, ანსამბლის გასტროლები, სხვადასხვა სახის შეხვედრები, მაღალი რანგის სტუმართა ოფიციალური მიღებები.

◦ 2014 წლის 10-11 ივნისს ქართულ-გერმანულ ცენტრსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისათჳის.“ შემოსული თანხა (1966 ლარი) მოხმარდება ისევ და ისევ საქველმოქმედო აქციას, (სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით დახმარება) რომელიც ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ქართულ-გერმანულ ცენტრში ვადერნელი გერმანელი მეგობრების უშუალო მონაწილეობით.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.482168125246912.1073741836.209117772551950&type=1

◦ 2011 წლის 15 -22 აგვისტოს ქგც-ს სტუმრად ეწვია გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის დამფუძნებელი ქუთაისის საპატიო მოქალაქე, გერჰარდ ჰოინაკი და ქართულ-გერმანული ცენტრის საზოგადოების საპატიო წევრი ჰანც-იურგენ ფინკე.

◦ 2010 წლის 27 მაისს ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა მხარდაჭერით ქ.ქუთაისში ჩატარდა ახალგაზრდა გიტარისტთა კვარტეტის “სატორის” საქველმოქმედო კონცერტი.
◦ 2010 წლის 7 მაისს ქგც-ს სტუმრად ეწვია გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების ხელმძღვანელი, ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი თომას გიოდელი.

◦ 2010 წლის 28 აპრილს ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდნენ გერმანულ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი ქ-ნი უტა ბაიერი და პროექტების მენეჯერი ბ-ნი პატრიკ იუნგი კოლეგებთან ერთად. გაიმართა საქმიანი შეხვედრები ქალაქისა და წარმოებების ხელმღვანელობებთან. სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს და დაათვალიერეს ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მეტალურგიული ქარხანა და სამკერვალო გაერთიანება “იმერი.”
◦ 2009 წლის 21 მაისს ქართულ-გერმანულმა ცენტრმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით მოაწყო ფრიდრიხ ებერტის (ქ.ვადერნი, გერმანია) ლიტერატურული საღამო.
◦ 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში ქ-ნ გიზელა ჰაილს და ქ. ვარდენის საინიციატივო ჯგუფის წევრს ქ-ნ კატარინა მიულერს, ქართულ-გერმანული ცენტრის ინიციატივით წლების მანძილზე გაწეული აქტიური თანამშრომლობისათვის, ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მიენიჭათ ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.

◦ 2008 წლის აპრილში ქგც-ს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორები მარგარეტ შუხარტი, ქეთლინ რააბი, მირეი და ჰაინერ ციმერმანები.

◦ 2007 წლის მაისში ქგც-ს საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა დელეგაცია ქ. ინგოლშტატიდან: (ქალაქის მერი, ქართულ-გერმანული ორკესტრის წევრები და ინტელიგენციის წარმომადგენლები) ქართულ-გერმანული ორკესტრის წევრების მიერ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი.

◦ 2006 წელს ქგც მასპინძლობას უწევდა ზაარლანდის რადიოსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, რომლებმაც გადაიღეს დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ.
◦ 2004 წლის ოქტომბერში ქ. ვადერნის საინიციატივო ჯგუფის მიერ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საგასტროლოდ მიწვეულ იქნა ქართულ-გერმანულ ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ბაგრატი”. ანსამბლის გამოსვლები ფართოდ გაშუქდა ზაარლანდიის რადიო-ტელევიზიისა და პრესის მიერ. გამოიცა ანსამბლის კომპაქტ დისკი.
◦ 2004 წელს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ქართულ-გერმანულ ცენტრში ჩატარდა სემინარი “ღვინის ხარისხის სისტემის შექმნა საქართველოში”.
◦ 2003 წელს ქართულ-გერმანულ ცენტრთან არსებული ანსამბლი “ბაგრატი” თბილისის რესპუბლიკური ფესტივალის “წითელი ვარდი” გრან პრის მფლობელი გახდა.

◦ 2002 წლის მაისში ქგც-მ უმასპინძლა საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებს, ხოლო სექტემბრის თვეში ცენტრს სტუმრობდნენ ქ. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის და ლიტერატურის კათედრის პროფესორ მასწავლებელთან ერთად.

◦ 2001 წლის სექტემბრის თვეში ქუთაისში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი “საქართველო და ევროპა”, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართულ-გერმანული ცენტრი გახლდათ.
◦ 1999 წელს გელზენკირხენის გქც თავმჯდომარე გერჰარდ ჰოინაკის უშუალო ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ხორცის პროდუქტების საწარმო “იმტეკი” და ბრტყელი გადახურვების ფირმა “მოდერნბაუ”.

◦ 1998 წელს ქუთაისში მოეწყო გერმანელი მხატვარი ქალის ანეგრეტ რახმანის ნამუშევრების პრეზენტაცია და ჩატარდა სამხატვრო აქცია თეთრ ხიდზე.
◦ 1998 წელს ქ. გელზენკირხენსა და ზარბრიუკენში მოეწყო ქუთაისელი მხატვრების ირაკლი შეწირულისა და ავთანდილ ამაშუკელის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
◦ 1998 წელს ქუთაისში საგასტროლოდ იმყოფებოდა ქ.ზაარბრიუკენის კაპელა.
◦ 1997 წელს ქუთაისში ჩატარდა გერმანელი ჯაზ-პიანისტ ბარბარა დენერლაინის კონცერტი.
◦ 1997 წელს ორგანიზება გაუკეთდა ქუთაისელი მოჭადრაკე გოგონას სოფიკო ტყეშელაშვილის ერთდროული თამაშის სეანსს გერმანიაში, სადაც იგი ანატოლი კარპოვთან ერთად შეხვდა საჭადრაკო მანქანა “მეფისტოს”.
◦ 1996 წელს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში ქუთაისის ქართულ-გერმანულ ცენტრის დირექტორის გია ლომიძისა და ქალაქ ქუთაისის მერიის ორგანიზატორობით ჩატარდა ქუთაისის დღეები. ამ დღეებთან დაკავშირებით ქ. გელზენკირხენში დაფუძნდა გერმანულ-ქართული ცენტრი გერჰარდ ჰოინაკის ხელმძღვანელობით.

◦ 1997-1998 წწ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საგასტროლოდ იმყოფებოდა ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი “ბაგრატი”, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მე-3 გერმანულ-ქართულ სიმპოზიუმში” საქართველო და ევროპა” (ქ. ზაარბრიუკენი). ქ. ბოხუმში ჩაიწერა და გამოიცა ანსამბლ “ბაგრატის” კომპაქტ-დისკი.

0