2019 წლის 2 მარტს, ქუთაისის მადლიერების სახლში,ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს დაურიგდათ გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი, ხელით მოქსოვილი თბილი სამოსი და პლედები. აქციაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილემ ქალბატონმა ნინო თვალთვაძემ.
აქციის ინიციატორები გერმანიის ქალაქ ვადერნში მცხოვრები მიულერების ოჯახია, რომლებთანაც ქართულ-გერმანულ ცენტრს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. წლების განმავლობაში მიულერების ოჯახი ეწევა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ქუთაისში, იქნება ეს მოხუცთა სახლების, კლინიკების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა თუ მადლიერების სახლისთვის სამზარეულო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენა.
ქართულ-გერმანული პარტნიორობა სიკეთისათვის მომავალშიც გაგრძელდება

https://www.facebook.com/209117772551950/photos/pcb.1465676390229409/1465674766896238/?type=3&theater

http://newpress.ge/qutaisis-madlierebis-saxlshi-qalaqshi-arsebuli-qartul-germanuli-centris-organizebita-da-qutaisis-meriis-mxardawerit-saqvelmoqmedo-aqcia-gaimarta?fbclid=IwAR2M6EW8mdvkX-fkmZSTstzC22bt5TwveBxg6XteFnksbWOiiShxxZgUlD8

0