2021 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა ქართულ-გერმანული ცენტრისა და ბავარიის ევროპული აკადემიის ერთობლივი პრეზენტაცია „გერმანული პოლიტიკა და ბუნდესთაგის არჩევნები“.
მონაწილეებთან ერთად პრეზენტაციას ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ჰუბერტ ქნირში, ჰუმბოლტის საზოგადოების თავმჯდომარე პოლონეთში ბ-ნი ადამ ლუკაშევიჩი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ქ-ნი ადა ნემსაძე, გერმანისტი, პროფესორი ქ-ნი ნუგეშა გაგნიძე.
1 მაისიდან 21 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ, მიმდინარეობდა ონლაინ-სემინარები, სადაც მოხსენებების წაკითხვის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
პროექტში ჩართული იყო ოცამდე ქართველი ახალგაზრდა, მათ შორის ქართულ-გერმანული ცენტრის სტუდენტები, მოსწავლეები, გერმანისტები.
აღნიშნულმა პროექტმა უპრეცენდენტო მასშტაბის დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში.
პროექტს ხელმძღვანელობდა ქართულ-გერმანული ცენტრის პროგრამების კოორდინატორი – ქრისტინე ბალანჩივაძე (თბილისის ფილიალი).

0