07.05.22 . ქართულ-გერმანულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა გერმანელ პროფესორთა დელეგაცია. დელეგაციის წევრები დიდი ინტერესით გაეცვნენ ქართულ-გერმანული ცენტრის ისტორიასა და მრავალფეროვან პროგრამებს. სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია გერმანული ენის გაკვეთილმა (მასწავლებელი პროფ. ირინა შიშინაშვილი) და მოსწავლეთა მომზადების დონემ. მათ სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა გერმანული ენის გაკვეთილის მიმდინარეობაში. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

0