2021 წლის 18 ოქტომბერს ქართულ-გერმანულ ცენტრში ოფიციალური ვიზიტით სტუმრად იმტოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ქალბატონი ტანია ჰუტი და სასკოლო განათლების ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი – ქალბატონი ანგელა შმიდტი
სტუმრები დიდი ინტერესით გაეცვნენ ქართულ-გერმანული ცენტრის ისტორიას, სამომავლო გეგმებს, სიამოვნებით დაესწრნენ გერმანული ენის გაკვეთილის პროცესს, განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატეს მეიჯერელის სახელობითი სტიპენდიის მქონე კურსის მსმენელებთან შეხვედრისას.
ქალბატონმა ჰუტმა გერმანიის საელჩოს სახელით სრული მზადყოფნა გამოთქვა, პარტნიორობის ფარგლებში, ტრადიციულად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს მომავალი ურთიერთობები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის.
 

0