2015 წლის 7 მარტს ქართულ–გერმანულ ცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა ზაარლანდის გერმანულ–ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ–ნი გიზელა ჰაილი. კონკურსის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა ხუთი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც აპრილის თვეში გაემგზავრებიან გერმანიაში. ისინი სამი თვის განმავლობაში იცხოვრებენ გერმანულ ოჯახებში და ისწავლიან გერმანულ გიმნაზიებში.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.609894959140894.1073741843.209117772551950&type=1

 

0