2018 წლის 11 სექტემბერს ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდა გერმანული ფირმა „არვატო ბერთელსმანის“ (Arvato Bertelsmann; www.arvatogeorgia.ge) წარმომადგენელები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფირმის წარმომადგენლობის გახსნას ქუთაისში და დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები „არვატო ბერთელსმანსა“ და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის პარტნიორობის ფარგლებში. გერმანული ენის მცოდნე უამრავი ახალგაზრდა უკვე დასაქმებულია ამ ფირმაში (თბილისი) და ქუთაისში მისი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ ბევრს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას.
https://www.facebook.com/209117772551950/photos/a.222462374550823/1355193961277653/?type=3
0