კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ-გერმანულ ცენტრში

GDZ.ge – ქართულ-გერმანული ცენტრი

შექმენი შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად

ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთაისში 1995 წლის 27 სექტემბერს შეიქმნა. მისი დაარსების დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცენტრის საზეიმო გახსნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, კათალიკოს პატრიარქი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ქართველი და გერმანელი ინტელიგენციის ფართო წარმომადგენლობა.

ქგც-ს მიზანია გერმანული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება, მათ შორის კულტურული და ეკონომიური კავშირების დამყარება და განმტკიცება. ორგანიზაცია იმერეთში ჩამოსულ ყველა გერმანელ სტუმარს უქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს დასვენების, ქართული კულტურის გაცნობისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებისავთვის.

ქართულ-გერმანული ცენტრი ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს, პროექტებსა და აქციებს სხვადასხვა მიმართულებით:

წლების წინ დაწყებული კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ურთიერთობები დღესაც გრძელდება. თითოეული გერმანელი მეგობრის მიერ წამოწყებული ინიციატივა, გაწეული ქველმოქმედება თუ ახალი კავშირები ცალკეულ ადამიანთა ისტორიაცაა და, ამავდროულად, საუკეთესო მაგალითი ორი ერის ურთიერთობაში.

ჩვენი გუნდი



გაიგეთ სიახლეები ჩვენი ქართულ-გერმანული ცენტრიდან

პარტნიორები და მხარდამჭერები გვეხმარებიან ვიყოთ საუკეთესოები არსებულ სფეროში