2015 წლის 9-10 მარტს ქართულ–გერმანული ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფოუნივერსიტეტის ენათა ცენტრის ორგანიზებით უკვე მესამედ მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის“. ქ.ვადერნში არსებობს მქსოველ ქალთასაზოგადოება, რომლებიც უკვე 14 წელია უდიდესი სიყვარულით ქსოვენ ამ ულამაზეს ნივთებსქუთაისელი ბავშვებისა და მოსახლეობისთვის და ყოველ წელიწადს ეს ნივთები მიულერებისოჯახისა და ქართულ–გერმანული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით საჩუქრად გადაეცემათსოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ადამიანებს. საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვაზეშემოსული თანხა 3060 ლარი მოხმარდება ისევ და ისევ საქველმოქმედო აქციას (საკვებიპროდუქტებით დახმარება), რომელიც ყოველ წელს შემოდგომაზე იმართება ჩვენი გერმანელიმეგობრების უშუალო მონაწილეობით ქართულ–გერმანულ ცენტრში.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.610303219100068.1073741844.209117772551950&type=1


2015 წლის 7 მარტს ქართულ–გერმანულ ცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა ზაარლანდის გერმანულ–ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ–ნი გიზელა ჰაილი. კონკურსის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა ხუთი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც აპრილის თვეში გაემგზავრებიან გერმანიაში. ისინი სამი თვის განმავლობაში იცხოვრებენ გერმანულ ოჯახებში და ისწავლიან გერმანულ გიმნაზიებში.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.609894959140894.1073741843.209117772551950&type=1


2015 წლის სექტემბრიდან ქართულ-გერმანულ ცენტრში დაიწყება სტუდენტთა რეგისტრაცია პროექტებზე, რომელიც ითვალისწინებს:

1. საზაფხულო და ზამთრის არდადეგების დროს სტუდენტთა დასაქმებას გერმანიაში 2015 წლის სეზონისათვის.

მეტი...

2.სტუდენტთა პრაქტიკასა და ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების დასაქმებას გერმანიაში.

მეტი...


2014 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის საელჩომ ტრადიციულად წელსაც უმასპინძლა ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრებთან ერთად გერმანიის გაერთიანების დღისდმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.541381085992282.1073741839.209117772551950&type=1


2014 წლის29.09-დან 13.10-მდე ქართულ-გერმანულ ცენტრს ტრადიციულად სტუმრობდამიულერების ოჯახი . ვადერნიდან. გერმანელი მეგობრების დახმარებით, ქართულ-გერმანულიცენტრის, . ქუთაისის მერიისა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით ქუთაისში მცხოვრებ 200–ზემეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა სხვადასხვა სახის პროდუქტი და პირველადი მოხმარებისნივთები.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.541774762619581.1073741840.209117772551950&type=1


2014 წლის 18 ივლისს ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდა გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში, ქ-ნ მონიკა ლენჰარდი. სტუმარი ახლოს გაეცნო ორგანიზაციის მუშაობას, შედგა საუბრები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.499591210171270.1073741838.209117772551950&type=1


2014 წლის 10-13 ივლისს ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდა დელეგაცია გერმანიის ქალაქ ინგოლშტატიდან.(ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის მეგობრები), სტუმრებმა დაათვალიერეს ქ. ქუთაისი და მისი შემოგარენი, ერთი დღით ესტუმრნენ სვანეთს. ქართულ-გერმანულ ცენტრში მოეწყო ოფიციალური მიღება.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.499578623505862.1073741837.209117772551950&type=1

საკონტაქტო ინფორმაცია:

სტატისტიკა: