პარტნიორობა ქ. ოიზკირხენის როტარი-კლუბთან (Distkryt 1810)

2012 წლის 14-21 სექტემბერს ქართულ-გერმანულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის ახალგაზრდულ განყოფილებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბ-ნი ვირთცი მეუღლესთან ერთად. სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები. მოეწყო შეხვედრები პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებთან, გერმანიის ელჩის მოადგილესთან ქ-ნ ჰაიკე გაბრიელთან. გაიმართა საქმიანი მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად.

2012 წლის აგვისტოში ქუთაისის პარტნიორი ორგანიზაციის, . გელზენკირხენის როტარი კლუბის მიწვევით ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანული ენის შემსწავლელი კურსების ორი საუკეთესო მოსწავლე ერთწლიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში.

2011 წლის ოქტომბერში . გელზენკირხენის როტარი კლუბის (Discryt 1810) მიწვევით ორმა ახალგაზრდა ექიმმა ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში.

2011 წლის აგვისტოში ქართულ-გერმანული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის, ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის მიწვევით 2 მოსწავლე გაემგზავრა გერმანიაში ერთწლიანი სასწავლო პროგრამით.

2010 წლის თებერვალში როტარი კლუბის(Discryt 1810) მიწვევით ქართულ- გერმანული ცენტრიდან გერმანიაში ერთი მოსწავლე გაემგზავრა ერთწლიანი სასწავლო პროგრამით.

2007–2008 წლებში ქართულ–გერმანული ცენტრის გერმანული ენის კურსების 4 საუკეთესო მოსწავლე ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის (Distrikt-1810 Euskirchen-Burgfey) მიწვევით ერთწლიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში.

სურათები>>>

საკონტაქტო ინფორმაცია:

გ.ტაბიძის ქ.47
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: +995 431 24 45 24
მობ.: +995 598 00 69 68
E-mail: info-kutaissi@gdz.ge
facebook: Georgisch-Deutsches Zentrum
www.gdz.ge

სტატისტიკა: