ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების მოსწავლეთა პროგრამა

2001 წელს ზაარლანდის გერმანულ-ქართულ საზოგადოებასა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს IX-XI კლასის მოსწავლეების სწვლასა და ცხოვრებას გერმანიაში სამი თვით.

ქგც-ში ყოველწლიურად ტარდება შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში გაცვლით პროგრამებში მონაწილე საუკეთესო მოსწავლეების გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

კონკურსის ჩატარებას ხელმძღვანელობს ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ-ნი გიზელა ჰაილი. გერმანიაში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს მთლიანად უზრუნველყოფს გერმანული მხარე.

2014 წლის 14 მარტს ჩატარდა მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ-ნი გიზელა ჰაილი. კონკურსის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა ხუთი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც აპრილის თვეში სამი თვით გაემგზავრნენ გერმანიაში.

http://www.facebook.com/media/set/?set=a.445336978930027.1073741835.209117772551950&type=1

2013 წლის 23 თებერვალს ქართულ–გერმანულ ცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაარლანდის გერმანულ–ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ–ნი გიზელა ჰაილი. კონკურსის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა ხუთი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც 6 აპრილს გაემგზავრნენ გერმანიაში. მოსწავლეები სამი თვის განმავლობაში იცხოვრებენ გერმანულ ოჯახებში და ისწავლიან გერმანულ გიმნაზიებში.

2012 წლის 25 თებერვალს ქართულ-გერმანულ ცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ტური გერმანულ ენაში, შესარჩევ კონკურსს ხელმძღვანელობდა ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ-ნი გიზელა ჰაილი, კონკურსის შედეგად გამოვლენილი ექვსი საუკეთესო მოსწავლე 13 აპრილს სამი თვით გაემგზავრა გერმანიაში.

2011 წლის 12 თებერვალს ქართულ-გერმანულ ცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ-ნი გიზელა ჰაილი. კონკურსის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა ექვსი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც 19 მარტს გაემგზავრნენ გერმანიაში. ისინი სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ გერმანულ ოჯახებში და სწავლობდნენ გერმანულ გიმნაზიებში.

2010 წლის 11-20 მარტს ქართულ-გერმანულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე ქ.-ნი გიზელა ჰაილი. 13-14 მარტს ჩატარდა მოსწავლეთა შესარჩევი კონკურსი და 7 საუკეთესო მოსწავლე გაემგზავრა გერმანიაში სასწავლებლად.

2009 წლის 28 თებერვალს ქართულ-გერმანულ ცენტრში ჩატარდა გერმანიაში წამსვლელ მოსწავლეთა შესარჩევი კონკურსი. 25 აპრილს 7 საუკეთესო მოსწავლე ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების მიწვევით (თავმჯდომარე ქ-ნი გიზელა ჰაილი) სამი თვით გაემგზავრა ქ. ზაარბრიუკენში.

2008 წლის თებერვალში მოსწავლეთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული 6 მოსწავლე გაემგზავრა ზაარლანდში სამთვიანი პროგრამით.

2004-2007 წლებში გერმანიაში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა 18 გამარჯვებული მოსწავლე.
ტელეგადაცემაში "დროება" ნაჩვენები იქნა სპეციალური სიუჟეტი ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოებისა და ქართულ-გერმანული ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

2002 წლის აპრილის თვეში რვა მოსწავლე, ხოლო 2003 წელს 9 მოსწავლე გაემგზავრა ქ. ზაარბრიუკენში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამით. მათგან ექვსი მოსწავლე სრულად იქნა დაფინანსებული გერმანული მხრიდან.


სურათები>>>

საკონტაქტო ინფორმაცია:

გ.ტაბიძის ქ.47
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: +995 431 24 45 24
მობ.: +995 598 00 69 68
E-mail: info-kutaissi@gdz.ge
facebook: Georgisch-Deutsches Zentrum
www.gdz.ge

სტატისტიკა: