2014 წლის 2-14 ნოემბერს ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდა ქ.გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის თავმჯდომარე ბ-ნ როლანდ კოლბეკი. საქართველოში კოლბეკების ოჯახი წლების განმავლობაში ეწევა ქველმოქმედებას. ჩვენი ცენტრის დახმარებით მიმდინარე წელსაც ფინასური და მატერიალური დახმარება გაეწიათ ქ. ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებსა და ოჯახებს. მეტი....

https://www.facebook.com/media/set/?set=a.556727807790943.1073741841.209117772551950&type=1

2011 წლის 22 ივლისიდან 5 აგვისტომდე ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდა ქ.გელზენკირხენის გქც თავმჯდომარე ბ-ნ როლანდ კოლბეკი ქალიშვილთან, დანიელა კოლბეკთან ერთად. მათ გერმანელი მეურვეების მიერ გამოგზავნილი (12 ათასი ევრო) ფინანსური დახმარება გადასცეს ლტოლვილ და სოციალურად დაუცველ 170 ოჯახს. ახალი ტანსაცმელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით დაასაჩუქრეს ქუთაისის ბავშვთა სახლის 43 აღსაზრდელი. მათთვის მოეწყო ექსკურსია გელათში, მოწამეთასა და პრომეთეს მღვიმეში.

2010 წლის 8-19 ოქტომბერს ქართულ-გერმანულ ცენტრს საქველმოქმედო აქციით სტუმრობდა კოლბეკების ოჯახი. მათ მორიგი ფულადი დახმარება გადასცეს წყალწითელას პანსიონატში მცხოვრებ ლტოლვილ და ქუთაისის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. 44-ე საჯარო სკოლის პანსიონურ მომსახურეობაზე მყოფ 80-მდე მოსწავლეს ახალი ტანსაცმელი და სასკოლო ფორმა გადაეცა. სტუმრების დაფინანსებით ბავშვების სურვილის შესაბამისად მათთვის მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება.

2010 წლის 20 იანვარს ქგც გელზენკირხენერ პარტნიორებს რენატე და როლანდ კოლბეკებს საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული საქმიანობისათვის გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდნენ გერმანიის ღირსების ორდენით.

2009 წლის 29 აპრილიდან 9 მაისამდე ქართულ-გერმანულ ცენტრში საქველმოქმედო მისიით იმყოფებოდნენ ქ.გელზენკირხენის გქც თავმჯომარე როლანდ კოლბეკი და დანიელა კოლბეკი. მათ 100 0000 ლარის ფულადი და მატერიალური დახმარება გადასცეს ლტოლვილ, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა, ყრუ-მუნჯთა და მუსიკალურ სკოლა-ინტერნატებს.

2007 წლის ივლისში გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის მიერ, ქუთაისში მცხობრებ ინვალიდ, ობოლ და სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილ ბავშვებს, წყალწითელას პანსიონატისა და ბროწეულას სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებს გადაეცათ ფულადი დახმარება (17000ევრო) და სხვადასხვა სახის საჩუქარი.
გელზენკირხენის გქც-ს დაფინანსებით ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ხუთ ინვალიდ და მშობელთა მეთვალყურეობამოკლებულ ბავშვს.

2006 წლის ივლისში გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის მიერ ქუთაისში მცხობრებ ინვალიდ, ობოლ და სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილ ბავშვებს, წყალწითელას პანსიონატისა და ბროწეულას სკოლა ინტერნატის აღსაზრდელებს გადაეცათ ფულადი დახმარება (24000 ევრო) და სხვადასხვა სახის საჩუქრები.

2005 წელს გელზენკრიხელის გქც მიერ ქუთაისის ლტოლვილ, ობოლ და სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილ ბავშვებს გადეცათ 20 ათასი ევრო ფულადი დახმარება.

2004 წელს ბროწეულას სკოლა ინტერნატისათვის შეძენილ იქნა საწერი მაგიდები, პატარა კარადები საძინებელი ოთახებისათვის, სკამები, საწოლები. დამონტაჟდა სპეციალური ელექტრო ღუმელი სამზარეულოსათვის, შეძენილ იქნა სხვადასხვა სასწავლო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. წყალწითელაზე მცხოვრებ 150-მდე ლტოლვილ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვს კი გერმანელი მეურვეების მიერ გამოგზავნილი (15000 ევრო) ფინანსური დახმარება გადაეცათ. სკოლისათვის შეძენილ იქნა სასადილო გარნიტური, ფერადი ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, სასწავლო ნივთები. ფულადი დახმარება გადაეცა როგორც სკოლას , ასევე თითოეულ ბავშვს.

2003 წლის აგვისტოს თვეში გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის წევრების კოლბეკების ოჯახის ხელმძღვანელობით წყალწითელაზე მცხოვრებ 105 ბავშვს გადაეცა გერმანელი მეურვეების მიერ გამოგზავნილი ფულადი (12000 ევრო) და მატერიალური დახმარება.
შტოპენბერგის გიმნაზიისა და ვათენშაიდ-ჰონტროპის ევანგელისტური საეკლესიო გაერთიანების მიერ ზესტაფონის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის შეძენილ იქნა 2500 ევროს ღირებულების საჭირო სურსათი. ამასთანავე თითოეულმა ბავშვმა მიიღო გერმანიიდან სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი ტკბილეულობა, ტანსაცმელი და სათამაშოები.

2002 წლის სექტემბრის თვეში გქც-ს მიერ ჰუმანიტრული ტვირთი გადაეცა 26-ე ბაგა-ბაღში მცხოვრებ სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილ ბავშვთა ჯგუფს, ზესტაფონის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. ქ.ზაარბრიუკენის გქს თავ-რის ქ-ნ ჰაილის მიერ ზესტაფონის პატარებისათვის გადაცემულ იქნა შემოწირულობა (600 ევრო).

2002 წლის იანვრის თვეში ქგც-ს მიერ საახალწლო საჩუქრები გადაეცა წყალწითელას პანსიონატში განთავსებულ ბავშვებს, მომზადდა სპეციალური ტელერეპორტაჟი.

2002 წელს ქართულ გერმანული ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. გელზენკირხენისა და ქ. ესენის დელეგაციები, კერძოდ ქ-ნ რენატე და ბ-ნ როლანდ კოლბეკები და ბ-ნი ალფრედ ლამერსი. მათ გერმანელი მეურვეების მიერ შეგროვილი ფულადი დახმარება (12 ათასი ევრო) და საჩუქრები პირადად გადასცეს წყალწითელას პანსიონატში განთავსებულ ლტოლვილ ბავშვებსა და ბროწეულას სკოლა ინტერნატის აღსაზრდელებს. სკოლა-ინტერნატისათვის შეძენილ იქნა სასადილო გარნიტური, ფერადი ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, სასწავლო ნივთები, ფულადი დახმარება გადაეცა როგორც სკოლას, ასევე თითოეულ ბავშვს.
ქ. გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის მიერ რეგულარულად იგზავნება მეორედი მოხმარების საგნები, რომელიც ნაწილდება ქართულ-გერმანული ცენტრის მიერ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე.

ბ-ნი ალფრედ ლამერსის მიერ განხორციელებული სპეციალური პროექტით ქუთაისის მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში მთლიანად მოწესრიგებულ იქნა სანიტარული კვანძი. სკოლა-ინტერნატს გადაეცა მეორადი მოხმარების ტანსაცმელი და 60-მდე ბავშვს გაეწია ფულადი დახმარება.

2001 წელს გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის მიერ ფულადი დახმარება (15 ათასი გერმანული მარკა) გადაეცათ წყალწითელაზე მცხოვრებ ლტოლვილ ბავშვებს.

სურათები>>>

საკონტაქტო ინფორმაცია:

გ.ტაბიძის ქ.47
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: +995 431 24 45 24
მობ.: +995 598 00 69 68
E-mail: info-kutaissi@gdz.ge
facebook: Georgisch-Deutsches Zentrum
www.gdz.ge

სტატისტიკა: