საზაფხულო არდადეგებზე დასაქმების პროგრამა უცხოელი სტუდენტებისათვის გერმანიაში

საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში (ZAV) მონაწილეობისათვის საჭიროა გერმანული ენის კარგი/ძალიან კარგი ცოდნა.

გერმანული ენის ცოდნის გამოსავლენად სტუდენტთა შერჩევა ხდება ტესტირების საფუძველზე. ტესტირება სავალდებულოა აგრეთვე იმ პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ იუშაონ და სტაჟირება გაიარონ გერმანიაში თავიანთი სპეციალობის შესაბამისად.

  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
  • სტუდენტს უფლება აქვს მინიმუმ 1,5 მაქსიმუმ 3 თვე იმუშაოს გერმანიაში ოფიციალური არდადეგების დროს.
  • დასაქმება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში: დალაგება-დასუფთავება, სასტუმრო, გასტრონომია, ფაბრიკა-ქარხანა, სოფლის მეურნეობა.
  • სტუდენტი მზად უნდა იყოს ყველა სახის სამუშაოს შესასრულებლად, რაც მისი დასაქმების შანსებს ზრდის.
  • განსაკუთრებული სურვილები კონკრეტულ სამუშაო ადგილთან ან ქალაქთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ იქნება.
  • ZAV-ში საბუთების გაგზავნა ხდება პარტნიორი ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში ქართულ-გერმანული ცენტრის მეშვეობით.

სრული განაცხადისთვის საჭიროა:

  • 2 ფორმულარი
  • ენის სერთიფიკატი
  • სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან
  • 2 ცალი პასპორტის სურათი (ბიომეტრული)
  • მართვის მოწმობის ასლი (თუკი გაქვთ)
სამუშაო ადგილს დამსაქმებელი პირადად სთავაზობს სტუდენტს ელ.ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. სტუდენტი ვალდებულია პირადად აწარმოოს მომოწერა დამსაქმებელთან, რათა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ.
უარის თქმის შემთხვევაში ახალი სამუშაო შემოთავაზების შანსი საკმაოდ ნაკლებია, იშვიათ შემთხვევაში მეორადი განცხადება განიხილება მას შემდეგ, რაც მოხდება ყველა სტუდენტის სამუშაო ადგილით დაკმაყოფილება.
რიგ შემთხვევაში, ცუდ ამინდების პირობებში, დამსაქმებელი ვერ ახერხებს დაასაქმოს სტუდენტი სასურველი სამუშაო საათების ხანგრძლივობით, შესაბამისად მათ ნაკლები ანაზღაურება ექნებათ.
ზოგიერთი დამსაქმებელი თავად სთავაზობს სტუდენტს დაბინავებასა და კვებას, რისი საფასურიც დაექვითება ხელფასიდან. რიგ შემთხვევაში დამსაქმებელი ეხმარება მას ბინის მოძებნაში და უგზავნის სტუდენტეს სავარაუდო დასაჯავშნი ბინების მისამართებს, მაგრამ უმეტეს შემთხევაში სტუდენტი ვალდებულია პირადად მოიძიოს ბინა.
გერმანიაში ჩასვლისას სავალდებულოა სტუდენტს თან ჰქონდეს სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან და სტუდბილეთი.
სამუშაოზე რაიმე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყონებლივ უნდა მიმართოს დამსაქმებელს და პირადად გაარკვიოს მასთან სადაო სიტუაცია.
სტუდენტი თავად იღებს მგზავრობის, ბინის, კვების, სამედიცინო და სამგზავრო დაზღვევის ხარჯებს.
სტუდენტს ხელფასიდან გადასახადები ექვითება გერმანიაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით.
Internet: www.zav.de

http://www.arbeitsagentur.de/Dienststellen/besondere-Dst/ZAV/downloads/AMZ/2013/amz-ferienbeschaeftigung-merkblatt.pdf

საკონტაქტო ინფორმაცია:

გ.ტაბიძის ქ.47
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: +995 431 24 45 24
მობ.: +995 598 00 69 68
E-mail: info-kutaissi@gdz.ge
facebook: Georgisch-Deutsches Zentrum
www.gdz.ge

სტატისტიკა: