კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

www.gdz.ge – ქართულ-გერმანული ცენტრი

შექმენი შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად!

ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთაისში 1995 წლის 27 სექტემბერს შეიქმნა. მისი დაარსების დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცენტრის საზეიმო გახსნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, კათალიკოს პატრიარქი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ქართველი და გერმანელი ინტელიგენციის ფართო წარმომადგენლობა.
ქგც-ს მიზანია გერმანული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება, მათ შორის საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიური კავშირების დამყარება და განმტკიცება. ქართულ-გერმანული ცენტრის პროგრამები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს,  სრულყოფილად შეისწავლონ გერმანული ენა, გაიღრმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ სასურველი ევროპული განათლება.
გერმანელი მეგობრების თანადგომითა და შემოწირულობებით ქართულ-გერმანული ცენტრი ათეული წლებია, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციას სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.
ორგანიზაცია იმერეთში ჩამოსულ ყველა გერმანელ სტუმარს უქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს დასვენების, ქართული კულტურის გაცნობისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებისათვის.
ქართულ-გერმანული ცენტრი ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს, პროექტებსა და აქციებს სხვადასხვა მიმართულებით:

 

ელჩები ჩვენს შესახებ:                                                                              ჩვენი ჰიმნი:

                         

ჩვენი გუნდი



გაიგეთ სიახლეები ქართულ-გერმანული ცენტრიდან

პარტნიორები და მხარდამჭერები გვეხმარებიან ვიყოთ საუკეთესოები არსებულ სფეროში