ანსამბლი "ბაგრატი"

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ბაგრატი"–2 ჩამოყალიბდა 1998 წელს ქართულ-გერმანული ცენტრის დირექტორის, ნანა მეგრელიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.
ქართულ ხალხურ სიმღერას, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით, აღტაცებაში მოჰყავს მსმენელი. ანსამბლის შექმნის იდიაც ეს გახლდათ - ქართულ-გერმანულ ცენტრში მობრძანებული უცხოელი სტუმრებისათვის გაგვეცნო და გაგვეზიარებინა მდიდრი ქართული ფოლკლორი.
ვაჟთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში 12 წევრია, გახლავთ მომდევნო თაობა და ტრადიციის გამგრძელებელი საკმაოდ ცნობილი ანსამბლ "ბაგრატისა", რომელიც ორჯერ, 1997 და 1998 წწ. გელზენკირხენის გქც-ს (გერჰარდ ჰოინაკი) და ზაარბრიუკენის გქს-ს მიწვევით იმყოფებოდა გერმანიაში გასტროლებზე. სწორედ გელზენკირხენის გქც-ს ხელშეწყობით ქ. ბოხუმში ჩაიწერა და გამოიცა ანსამბლის პირველი კომპაქტ-დისკი.
მეორე თაობის მომღერლების პირველი ხელმძღვანელი გახლდათ დიდი ბაგრატელების ლოტბარი ემზარ შარვაშიძე, რომელმაც შემდგომში ესტაფეტა მისივე აღზრდილს, ახალადშექმნილი ბაგრატელების თანატოლს რომეო გიორგაძეს გადასცა, ხოლო 2003-2007 წლებში ანსამბლს ბაგრატელთა პირველი თაობის დამფუძნებელი სულიკო ვეფხვაძე ხელმძღვანელობს.
ანსამბლ "ბაგრატს" არაერთხელ მოუყვანია აღტაცებაში ქართველი თუ გერმანელი სტუმარი. იგი წარმატებით გამოდის საქალაქო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო მაშტაბით ჩატარებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე.
ანსამბლი არის 2001-2002 წლების თბილისის რესპუბლიკური და 2003 წლის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალების გრან პრის მფლობელი. 2004 წლის 24-25 მარტს კი თბილისის რესპუბლიკურ ფესტივალზე მას უმაღლესი ჯილდო, ლაურეატის წოდება და ოქროს მედლები გადაეცა.
მიღებული აქვს სამადლობელი წერილები თბილისში გერმანიის, ქალაქის მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციისაგან.
ანსამბლს ეროვნული ტანსაცმლისა და ინსტრუმენტების შეძენაში დიდი დახმარება გაუწია "პროკრედიტ ბანკმა".
2004-2007 წლებში ანსამბლი ქ. ვადერნის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელების ბ-ნ ფრიდრიხ ებერტისა და ბ-ნ გერჰარდ მიულერის ორგანიზატორობით გასტროლებზე იმყოფებოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.
2008 წლიდან ქართულ-გერმანულ ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო ანსამბლ "ბაგრატის" მესამე თაობამ ალიმ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით. იმედი გვაქვს, რომ ანსამბლ „ბაგრატის“ მომავალი ტურნე გერმანიაში ჩვენი გერმანელი მეგობრების თანადგომით კიდევ ერთი დასტური იქნება ქართველი და გერმანელი ხალხის მჭიდრო ურთიერთკავშირისა.

სურათები>>>

საკონტაქტო ინფორმაცია:

გ.ტაბიძის ქ.47
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: +995 431 24 45 24
მობ.: +995 598 00 69 68
E-mail: info-kutaissi@gdz.ge
facebook: Georgisch-Deutsches Zentrum
www.gdz.ge

სტატისტიკა: