გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალური წესით, გოეთეს ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებული უახლესი სახელმძღვანელოებისა და მეთოდების გამოყენებით. ენის შესწავლა შეუძლიათ როგორც დამწყებ, ისე გარკვეული ცოდნის მქონე დაინტერესებულ პირებს 12 წლის ასაკიდან. სასწავლო კურსი გერმანულ ენაში ტარდება კვირაში 3-ჯერ, 2 სთ-ის განმავლობაში. ქართულ-გერმანული ცენტრი უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და ნებისმიერი მსმენელისათვის პრაქტიკული გერმანული ენის სწავლებას, რაც გულისხმობს სათანადო ფონეტიკური, ლექსიკური, გრამატიკული ფორმის ათვისებას, გერმანულ ენაზე თავისუფლად მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, კურსების მსმენელისათვის შესაფერისი სასწავლო გარემოსა და პირობების შექმნას.

სწავლება მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით:

  • ◦ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა (სამთვიანი, ერთწლიანი)
  • ◦ სტუდენტთა საზაფხულო არდადეგებზე დასაქმების პროგრამა
  • ◦ Start Deutsch – A1, A2, B1, B2, C გამოცდის მოსამზადებელი კურსი
  • ◦ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკისა და ჰოსპიტაციის პროგრამა
  • ◦ ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები
კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. გერმანელ სტუმართა ხშირი ვიზიტი და მათთან აქტიური კონტაქტი მნიშველოვნად უწყობს ხელს გერმანული ენის მაღალ დონეზე ათვისებასა და სრულყოფას.
 

 

0