კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
www.gdz.ge – ქართულ-გერმანული ცენტრი
შექმენი შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად!
ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთაისში 1995 წლის 27 სექტემბერს შეიქმნა. მისი დაარსების დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცენტრის საზეიმო გახსნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, კათალიკოს პატრიარქი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ქართველი და გერმანელი ინტელიგენციის ფართო წარმომადგენლობა.
ქგც-ს მიზანია გერმანული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება, მათ შორის კულტურული და ეკონომიური კავშირების დამყარება და განმტკიცება. ორგანიზაცია იმერეთში ჩამოსულ ყველა გერმანელ სტუმარს უქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს დასვენების, ქართული კულტურის გაცნობისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებისათვის.
ქართულ-გერმანული ცენტრი ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს, პროექტებსა და აქციებს სხვადასხვა მიმართულებით:
გერმანული ენის შემსწავლელი კურსი
მოსწავლეთა ერთწლიანი სასწავლო პროგრამა
მოსწავლეთა სამთვიანი სასწავლო პროგრამა
საზაფხულო და ზამთრის არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამა გერმანიაში
ქ. დატელნის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკაში სტუდენტთა პრაქტიკა და ჰოსპიტაცია
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთწლიანი პრაქტიკა და ჰოსპიტაცია
ექთნებისა და ექთნის თანაშემწის დასაქმების პროგრამა გერმანიაში
ერთწლიანი პრაქტიკა ეკონომიკის, ბიზნესის და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის
ქ. გელზენკირხენის საქველმოქმედო აქცია
ქ. ვადერნის საქველმოქმედო აქცია
პარტნიორობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში
თანამშრომლობა გოეთეს ინსტიტუტთან, და DAAD-თან საქართველოში
კულტურა და ხელოვნება
წლების წინ დაწყებული კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ურთიერთობები დღესაც გრძელდება. თითოეული გერმანელი მეგობრის მიერ წამოწყებული ინიციატივა, გაწეული ქველმოქმედება თუ ახალი კავშირები ცალკეულ ადამიანთა ისტორიაცაა და, ამავდროულად, საუკეთესო მაგალითი ორი ერის ურთიერთობაში.
ელჩები ჩვენს შესახებ: ჩვენი ჰიმნი:
ჩვენი გუნდი

ნანა მეგრელიშვილი
ისტორია-სამართალმცოდნე საზოგადოების “ქართულ-გერმანული ცენტრი”დამფუძნებელი ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი

ირინე შიშინაშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქართულ-გერმანულ ცენტრის დირექტორის მოადგილე

მირანდა ზოსიაშვილი
გერმანისტი, მოსწავლეთა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამის ხელმძღვანელი, სტუდენტური დასაქმების პროგრამის თანახელმძღვანელი miramirazos22@gmail.com

სოფო ერაგია
გერმანისტი – გერმანული ენის კურსების პედაგოგი

ელიზა ქარქაშაძე
გერმანისტი პრაქტიკისა და პროფესიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

მაკა მუშკუდიანი
გერმანისტი ქართულ-გერმანული ცენტრის მთავარი რეფერენტი ტელ.: +995 431 24 45 24 (ოფისი) მობილური: +995 598…

თამარ ბარამიძე
გერმანისტი ქართულ-გერმანული ცენტრის პედაგოგი

სოფიო გაბელაშვილი
გერმანისტი ქართულ-გერმანული ცენტრის პედაგოგი

თამთა თურმანიძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქგც პიარ-მენეჯერი

შალვა კვირიკეიშვილი
ქართულ-გერმანული ცენტრის ადმინისტრატორი

ნათია არაბიძე
ქართულ-გერმანული ცენტრის დიასახლისი

ჟასმინ კოსტავა
ქართულ-გერმანული ცენტრის მებაღე

ნათია ფახურიძე
გერმანისტი, ქართულ-გერმანულ ცენტრის თბილისის ფილიალის რეფერენტი

ნინო მეხრიშვილი
გერმანისტი, ქართულ-გერმანული ცენტრის თბილისის ცენტრის ფილიალის პედაგოგი

ქეთევან ასათიანი
გერმანისტი. ქართულ-გერმანული ცენტრის თბილისის ცენტრის ფილიალის პედაგოგი