მოსწავლეთა ერთწლიანი საწავლო პროგრამა (პარტნიორი-Rotary Club)

2012 წლის 14-21 სექტემბერს ქართულ-გერმანულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის ახალგაზრდულ განყოფილებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბ-ნი ვირთცი მეუღლესთან ერთად. სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები. მოეწყო შეხვედრები პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებთან, გერმანიის ელჩის მოადგილესთან ქ-ნ ჰაიკე გაბრიელთან. გაიმართა საქმიანი მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად.

2012 წლის აგვისტოში ქუთაისის პარტნიორი ორგანიზაციის, ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის მიწვევით ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანული ენის შემსწავლელი კურსების ორი საუკეთესო მოსწავლე ერთწლიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში.

2011 წლის ოქტომბერში ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის (Discryt 1810) მიწვევით ორმა ახალგაზრდა ექიმმა ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში.

2011 წლის აგვისტოში ქართულ-გერმანული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის, ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის მიწვევით 2 მოსწავლე გაემგზავრა გერმანიაში ერთწლიანი სასწავლო პროგრამით.

2010 წლის თებერვალში როტარი კლუბის(Discryt 1810) მიწვევით ქართულ- გერმანული ცენტრიდან გერმანიაში ერთი მოსწავლე გაემგზავრა ერთწლიანი სასწავლო პროგრამით.

2007–2008 წლებში ქართულ–გერმანული ცენტრის გერმანული ენის კურსების 4 საუკეთესო მოსწავლე ქ. გელზენკირხენის როტარი კლუბის (Distrikt-1810 Euskirchen-Burgfey) მიწვევით ერთწლიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში.

0

You may also like

ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების სტაჟირება და დასაქმება გერმანიაში
ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების სტაჟირება და დასაქმება გერმანიაში
სტუდენთტა ერთწლიანი პრაქტიკა სპეციალობების მიხედვით გერმანიაში
სტუდენთტა ერთწლიანი პრაქტიკა სპეციალობების მიხედვით გერმანიაში
საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამა გერმანიაში
საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამა გერმანიაში

admingdz