2019 წლის 17 მარტს ქართულ-გერმანულ ცენტრში ტრადიციულად ჩატარდა მოსწავლეთა შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადეობის თავმჯდომარე და ქართულ-გერმანული ცენტრის დიდი ხნის მეგობარი ქალბატონი გიზელა ჰაილი.

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე შეირჩა 5 გამარჯვებული კანდიდატი, რომელთაც მიეცემათ სამი თვის განამავლობაში გერმანიაში ცხოვრებისა და სწავლის საშუალება.
ზაარლანდის გერმანულ-ქართულ საზოგადოებასა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სამი თვის მანძილზე IX-XI კლასის მოსწავლეების სწავლასა და ცხოვრებას გერმანიაში, 2001 წელს გაფორმდა.

ქართულ-გერმანული ცენტრის დაარსებიდან დღემდე ამ პროგრამით გერმანიაში ცხოვრებისა და სწავლის შესაძლებლობა 100-ზე მეტ ქართველ მოსწავლეს მიეცა.
გაეცანით ქართულ-გერმანული ცენტრის სიახლეებს

You may also like

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ბატონ ჰუბერტ ქნირშის სტუმრობა ქართულ-გერმანულ ცენტრში
2018 წლის 11 სექტემბერს
2015 წლის 9-10 მარტს

admingdz