კულტურა და ხელოვნება

დაარსების დღიდან ქართულ-გერმანული ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროში. რეგულარულად ეწყობა გამოფენები, ანსამბლის გასტროლები, სხვადასხვა სახის შეხვედრები, მაღალი რანგის სტუმართა ოფიციალური მიღებები.

იხილეთ სიახლეები: http://gdz.ge/ge/blog-grid/

ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილე

2014 წლის 10-11 ივნისს ქართულ-გერმანულ ცენტრსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისათჳის.“ შემოსული თანხა (1966 ლარი) მოხმარდება ისევ და ისევ საქველმოქმედო აქციას, (სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით დახმარება) რომელიც ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ქართულ-გერმანულ ცენტრში ვადერნელი გერმანელი მეგობრების უშუალო მონაწილეობით.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.482168125246912.1073741836.209117772551950&type=1

2011 წლის 15 -22 აგვისტოს ქგც-ს სტუმრად ეწვია გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის დამფუძნებელი ქუთაისის საპატიო მოქალაქე, გერჰარდ ჰოინაკი და ქართულ-გერმანული ცენტრის საზოგადოების საპატიო წევრი ჰანც-იურგენ ფინკე.

2010 წლის 27 მაისს ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა მხარდაჭერით ქ.ქუთაისში ჩატარდა ახალგაზრდა გიტარისტთა კვარტეტის “სატორის” საქველმოქმედო კონცერტი.
2010 წლის 7 მაისს ქგც-ს სტუმრად ეწვია გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების ხელმძღვანელი, ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი თომას გიოდელი.

2010 წლის 28 აპრილს ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდნენ გერმანულ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი ქ-ნი უტა ბაიერი და პროექტების მენეჯერი ბ-ნი პატრიკ იუნგი კოლეგებთან ერთად. გაიმართა საქმიანი შეხვედრები ქალაქისა და წარმოებების ხელმღვანელობებთან. სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს და დაათვალიერეს ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მეტალურგიული ქარხანა და სამკერვალო გაერთიანება “იმერი.”
2009 წლის 21 მაისს ქართულ-გერმანულმა ცენტრმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით მოაწყო ფრიდრიხ ებერტის (ქ.ვადერნი, გერმანია) ლიტერატურული საღამო.
2008 წლის აგვისტო-სექტემბერში ქ-ნ გიზელა ჰაილს და ქ. ვარდენის საინიციატივო ჯგუფის წევრს ქ-ნ კატარინა მიულერს, ქართულ-გერმანული ცენტრის ინიციატივით წლების მანძილზე გაწეული აქტიური თანამშრომლობისათვის, ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მიენიჭათ ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.

2008 წლის აპრილში ქგც-ს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორები მარგარეტ შუხარტი, ქეთლინ რააბი, მირეი და ჰაინერ ციმერმანები.

2007 წლის მაისში ქგც-ს საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა დელეგაცია ქ. ინგოლშტატიდან: (ქალაქის მერი, ქართულ-გერმანული ორკესტრის წევრები და ინტელიგენციის წარმომადგენლები) ქართულ-გერმანული ორკესტრის წევრების მიერ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი.

2006 წელს ქგც მასპინძლობას უწევდა ზაარლანდის რადიოსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, რომლებმაც გადაიღეს დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ.
2004 წლის ოქტომბერში ქ. ვადერნის საინიციატივო ჯგუფის მიერ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საგასტროლოდ მიწვეულ იქნა ქართულ-გერმანულ ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ბაგრატი”. ანსამბლის გამოსვლები ფართოდ გაშუქდა ზაარლანდიის რადიო-ტელევიზიისა და პრესის მიერ. გამოიცა ანსამბლის კომპაქტ დისკი.
2004 წელს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ქართულ-გერმანულ ცენტრში ჩატარდა სემინარი “ღვინის ხარისხის სისტემის შექმნა საქართველოში”.
2003 წელს ქართულ-გერმანულ ცენტრთან არსებული ანსამბლი “ბაგრატი” თბილისის რესპუბლიკური ფესტივალის “წითელი ვარდი” გრან პრის მფლობელი გახდა.

2002 წლის მაისში ქგც-მ უმასპინძლა საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებს, ხოლო სექტემბრის თვეში ცენტრს სტუმრობდნენ ქ. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის და ლიტერატურის კათედრის პროფესორ მასწავლებელთან ერთად.

2001 წლის სექტემბრის თვეში ქუთაისში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი “საქართველო და ევროპა”, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართულ-გერმანული ცენტრი გახლდათ.
1999 წელს გელზენკირხენის გქც თავმჯდომარე გერჰარდ ჰოინაკის უშუალო ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ხორცის პროდუქტების საწარმო “იმტეკი” და ბრტყელი გადახურვების ფირმა “მოდერნბაუ”.

1998 წელს ქუთაისში მოეწყო გერმანელი მხატვარი ქალის ანეგრეტ რახმანის ნამუშევრების პრეზენტაცია და ჩატარდა სამხატვრო აქცია თეთრ ხიდზე.
1998 წელს ქ. გელზენკირხენსა და ზარბრიუკენში მოეწყო ქუთაისელი მხატვრების ირაკლი შეწირულისა და ავთანდილ ამაშუკელის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
1998 წელს ქუთაისში საგასტროლოდ იმყოფებოდა ქ.ზაარბრიუკენის კაპელა.
1997 წელს ქუთაისში ჩატარდა გერმანელი ჯაზ-პიანისტ ბარბარა დენერლაინის კონცერტი.
1997 წელს ორგანიზება გაუკეთდა ქუთაისელი მოჭადრაკე გოგონას სოფიკო ტყეშელაშვილის ერთდროული თამაშის სეანსს გერმანიაში, სადაც იგი ანატოლი კარპოვთან ერთად შეხვდა საჭადრაკო მანქანა “მეფისტოს”.
1996 წელს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში ქუთაისის ქართულ-გერმანულ ცენტრის დირექტორის გია ლომიძისა და ქალაქ ქუთაისის მერიის ორგანიზატორობით ჩატარდა ქუთაისის დღეები. ამ დღეებთან დაკავშირებით ქ. გელზენკირხენში დაფუძნდა გერმანულ-ქართული ცენტრი გერჰარდ ჰოინაკის ხელმძღვანელობით.

1997-1998 წწ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საგასტროლოდ იმყოფებოდა ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი “ბაგრატი”, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მე-3 გერმანულ-ქართულ სიმპოზიუმში” საქართველო და ევროპა” (ქ. ზაარბრიუკენი). ქ. ბოხუმში ჩაიწერა და გამოიცა ანსამბლ “ბაგრატის” კომპაქტ-დისკი.

0