უკვე სამი წელია კომპანია მეიჯერელ საქართველო და ქართულ-გერმანული ცენტრი ერთობლივ საქველმოქმედო აქციას ატარებს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სასკოლო ნივთებით ასაჩუქრებს.
2021 წლის 5 ოქტომბერს განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა სასწავლო წლის დაწყება ქუთაისსა და რეგიონში მცხოვრები 81 ბავშვისათვის. სასკოლო ჩანთებთან და ინვეტართან ერთად მეიჯერელმა ბავშვებისა და თანმხლები მშობლების განწყობაზეც იზრუნა და მათ მრავალფეროვანი გემრიელობებითა და ტკბილეულობით გაუმასპინძლდა.
ქართულ-გერმანულმა ცენტრმა კი გერმანიიდან, ქ. ვადერნიდან, მიულერების ოჯახის მიერ ორგანიზებით გამოგზავნილი ნაქსოვი ტანსაცმელით, აქსესურებითა და სათამაშოებით დაასაჩუქრა ბავშვები.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მეიჯერელისათვის განათლება და უწყვეტი განვითარება ყველაზე პრიორიტეტული საკითხებია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ისინი ძალასა და რესურსებს არასოდეს იშურებენ.
ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი და საამაყოა „მეიჯერელ საქართველოსთან“, ევროპის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან თანამშრომლობა და მართლაც სასიხარულოა, რომ რომ ბევრი ჩვენი კურსდამთავრებული მეიჯერელის წარმატებული გუნდის წევრია.
ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი თანამშრომლობისათვის და ვისურვებდით ბევრ ისეთ კომპანიას საქართველოში, როგორიც მეიჯერელ საქართველოა. კომპანია, რომელიც ორიენტირებულია წინსვლასა და წარმატებაზე, კომპანია, რომელიც ორიენტირებულია განათლებაში ინვესტიციის ჩადებაზე, სიკეთესა და თანადგომაზე.

0