2001 წელს ბატონ დოქ. გერდ ცურ მიულენის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულ ცენტრსა და ქ.ოიზკირხენის როტარი კლუბთან (Distkryt 1810) შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს X-XI-XII კლასის მოსწავლეების სწვლასა და ცხოვრებას გერმანიაში ერთ წლით. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ გერმანულ გიმნაზიაში, იცხოვრონ გერმანულ ოჯახებში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გიმნაზიისა და როტარი კლუბის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
როტარი კლუბი მგზავრობის ბილეთის გარდა, ერთი წლის მანძილზე, მთლიანად უზრუნველფოფს მოსწავლის გერმანიაში ყოფნის ხარჯებს, მათ შორის გერმანულ დაზღვევასაც. დებულების გათვალიწინებთ მონაწილე ერთი წლის განმავლობაში იცხოვრებს სამ სხვადასხვა გერმანულ ოჯახში, ამასთანავე მოსწავლეს ყოველთვიურად ეძლევა „ჯიბის თანხა „ 70-90 ევროს ოდენობით.
ქგც-ში ყოველწლიურად ტარდება შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში გაცვლით პროგრამებში მონაწილე საუკეთესო მოსწავლეების გამოსავლენად.
კონკურსში მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
 
    • • გერმანული ენის კარგი / ძალიან კარგი ცოდნა
    • • ზოგადი განათლება
    • • კომუნიკაბელურობა და საზოგადოებრივი აქტივობა
    • • თავისუფალი აზრის გადმოცემის შესაძლებლობა
    • • ინდივიდუალიზმი

2019 წლის ივლისში ქ. იოზკირხენის როტარი კლუბის ახალგაზრდულ განყოფილებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ბატონ დოქ. კლაუს მაიერის დახმარებით  ქართულ-გერმანული ცენმტრის წარჩინებული სტუდენტი, ბაქარ ცირეკიძე, პრაქტიკას გადის ქ.ოიზკირხენის კლინაკაში. 

2017-2018-2019 წლებში  როტარი კლუბის დისტრიკტ 1810 მიწვევით ერთწლიანი პროგრამით გერმანიაში სასწავლებლად გაემგზავრნენ ქართულ-გერმანული ცენტრის წარჩინებული მოსწავლეები: ეკატერინე ლომინაძე, ბენიამინ ბრეგვაძე, ქეთევან ბენიძე და ნინი ხვინგია. 

2017 წლის ივლისში ბატონი დოქ. კლაუს მაიერის ორგანიზებითა და დაფინანსებით სამედიცინო ფაკულტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა, მარიამ ასაბაშვილმა, ქ. ოიზკირხენის კლინიკაში გაიარა პრაქტიკა. 

2016 წლის 2 აგვისტოს ქართულ-გერმანული ცენტრისა და ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების (თავმჯდომარე ქ–ნი გიზელა ჰაილი)  და როტარი კლუბის დისტრიკტ 1810–ის (თავმჯდომარე ბ–ნი იურგენ ვირცი) ერთწლიანი და სამთვიანი პროგრამისა მონაწილე მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს საგარეო მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჯანელიძემ .

2014 წლის სექტემბერში ქართულ-გერმანული ცენტრის საუკეთესო მოსწავლეები – მარიამ ბენიძე და ზურაბ კვიჟინაძე, ჩვენი “პატარა ელჩები” ერთწლიანი სასწავლო პროგრამით  გაემგზავრნენ გერმანიაში. 
ქართულ–გერმანული ცენტრი უსურვებთ მათ ლამაზ და წარმატებულ წელს!

2012 წლის 14-21 სექტემბერს ქართულ-გერმანულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა ქ. ოიზკირხენის როტარი კლუბის ახალგაზრდულ განყოფილებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბ-ნი ვირთცი მეუღლესთან ერთად. სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები. მოეწყო შეხვედრები პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებთან, გერმანიის ელჩის მოადგილესთან ქ-ნ ჰაიკე გაბრიელთან. გაიმართა საქმიანი მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად.

2012 წლის აგვისტოში ქუთაისის პარტნიორი ორგანიზაციის, ქ. ოიზკირხენის როტარი კლუბის მიწვევით ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანული ენის შემსწავლელი კურსების ორი საუკეთესო მოსწავლე ერთწლიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში.

2011 წლის ოქტომბერში ქ. ოიზკირხენის როტარი კლუბის (Discryt 1810) მიწვევით ორმა ახალგაზრდა ექიმმა ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში.

2011 წლის აგვისტოში ქართულ-გერმანული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის, ქ. ოიზკირხენის როტარი კლუბის მიწვევით 2 მოსწავლე გაემგზავრა გერმანიაში ერთწლიანი სასწავლო პროგრამით.

2010 წლის თებერვალში როტარი კლუბის(Discryt 1810) მიწვევით ქართულ- გერმანული ცენტრიდან გერმანიაში ერთი მოსწავლე გაემგზავრა ერთწლიანი სასწავლო პროგრამით.

2007–2008 წლებში ქართულ–გერმანული ცენტრის გერმანული ენის კურსების 4 საუკეთესო მოსწავლე ქ. ოიზკირხენის როტარი კლუბის (Distrikt-1810 Euskirchen-Burgfey) მიწვევით ერთწლიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში.

0