საპატიო მოქალაქეები

ჰერმან ვედეკინდი

გერმანელი მსახიობი, ოპერის მომღერალი, რეჟისორი და თეატრის ინტენდანტი. მიღებული აქვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სხვადასხვა ორდენები და ჯილდოები, მათ შორის ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი.
1995 წელს იგი გახდა საქართველოს საპატიო მოქალაქე, ხოლო

1996 წლიდან ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

 

გერჰარდ ჰოინაკი

ქ.გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე 1996 წლიდან.
მის სახელს უკავშირდება მრავალმხრივი კულტურული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური პროექტის განხორციელება ქუთაისში:
ჰუმანიტარული საქმიანობა, მოსწავლეთა და სტუდენტთა გაცვლა, ახალგაზრდა ექიმთა სტაჟირება ქ. დატელნის კლინიკაში, ქართველ და გერმანელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების გასტროლების ორგანიზება,
ინვესტიციების მოზიდვა და ერთობლივი საწარმოების დაფუძნება.

ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქე 1997 წლიდან.

 

როლანდ კოლბეკი

ქ.გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის თავმჯდომარე

რენატე კოლბეკი

ქ. გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის წევრი.
2000 წლიდან მათ სახელს უკავშირდება გერმანელი მეურვეების მოძიება ქუთაისის სოციალურად დაუცველი, ლტოლვილი, ობოლი და ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად. განსაკუთრებული მზრუნველობა ქუთაისში, წყალწითელაზე მცხოვრები აფხაზეთიდან ლტოლვილი და ობოლი ბავშვებისათვის. მრავალჯერადი საქველმოქმედო აქციები ბროწეულას სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისათვის, სოციალურად დაუცველი ბავშვების ოპერაციების დაფინანსება.

ქუთაისის საპატიო მოქალაქეები 2005 წლიდან.

 

გიზელა ჰაილი

ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე.
მისი ინიციატორობით დაიდო პარტნიორული ხელშეკრულება ქუთაისის ქართულ-გერმანულ ცენტრსა და ზაარლანდის გერმანულ-ქართულ საზოგადოებას შორის.
2001 წლიდან ხელმძღვანელობს მოსწავლეთა და სტუდენტთა სასწავლო პროგრამებს გერმანიაში. აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოში.

ქუთაისის საპატიო მოქალაქე 2008 წლიდან.

 

ფრიდრიხ ებერტი

ვადერნის ყოვლადწმინდა ეკლესიის მრევლის საინიციატივო ჯგუფი.
მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქართველი მოსწავლეების პირველი მასპინძელი ქ. ვადერნში. საეკლესიო ზარების ჩამოსხმისა და ხონის ეკლესიისათვის მათი გადაცემის ინიციატორი.
2002 წლიდან გერჰარდ და კატარინა მიულერებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ქართულ-გერმანულ ცენტრთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ „ბაგრატის“ გერმანული ტურნეს მოწყობის ორგანიზატორი 2004 და 2007 წლებში.

ქუთაისის საპატიო მოქალაქე 2007 წლიდან.

 

გერჰარდ მიულერი

კატარინა მიულერი

ვადერნის ყოვლადწმინდა ეკლესიის მრევლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელები.
2001 წლიდან ეწევიან ქველმოქმედებას ქუთაისში მრავალშვილიანი და სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილი ოჯახების, მოხუცთა სახლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებისათვის.
ფრიდრიხ ებერტთან ერთად ქართულ-გერმანულ ცენტრთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ „ბაგრატის“ გერმანული ტურნეს მოწყობის თანაორგანიზატორები 2004-2007 წლებში.
ქუთაისის საპატიო მოქალაქეები 2007-2008 წლიდან.