25 .03 -დან 12.04-მდე ქართულ-გერმანულ ცენტრს, ტრადიციული საქაველმოქმედო მისიით ეწვია, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ბატონი გერჰარდ მიულერი გერმანიის ქალაქ ვადერნიდან.
უკვე 10 წელზე მეტია რაც გერჰარდ მიულერის ოჯახი ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს საქართველოში. ბატონი მიულერი და მისი მეუღლე არა მხოლოდ თავად ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას, არამედ თავისი მეგობრებიც აქტიურად ჩართეს ქართული ოჯახების დახმარების პროცესში.
7 აპრილს, ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით და ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა უკვე ტრადიციულად ქცეული აქცია, რომლის ფარგლებში 300-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. ღონისძიებაში მონაწილოება მიიღო ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილემ ქალბატონმა ნინო თვალთვაძემ.
თუმცა ქუთაისში ბატონ მიულერის წლევანდელ სტუმრობას კიდევ ერთი განსაკუთრებული მისიაც ქონდა.
მიულერებისა და მათი სამეგობროს ხელშეწყობით, წლების განმავლობაში 20-მდე ქუთაისური ოჯახი ყოველთვიურად იღებს ფულად დახმარებას.
სწორედ ასეთი ოჯახების რიცხვს მიეკუთვნებოდა მეროიანების ოჯახიც, რომელიც ათი წლის მანძილზე იღებდა დახმარებას გერმანელი მეგობრისაგან ბატონ როლფ ბარბიანისგან. სამწუხაროდ, ბატონი ბარბიანი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის წინ მან არ დაივიწყა ქუთაისური ოჯახი და მათ 10 000 ევრო უანდერძა. 9 აპრილს ქართულ-გერმანული ცენტრის ეზოში გერჰარდ მიულერმა გააცნო მეროიანების ოჯახს თავისი მეგობრის უკანასკნელი ნება. ძნელია სიტყვებით გადმოიცეს ოჯახის წევრების და ყველა იქ დამსწრე ადამიანის ემოციები ამ მართლაც უნიკალური ამბის გაგების შემდეგ.
მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობის გამო მიულერებს ქუთაისის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ. გერჰარდ მიულერი აგრეთვე არის გერმანიის უმაღლესი ჯილდოს ღირსების ჯვრის ორდენის მფლობელი.

Posted by Georgisch-Deutsches Zentrum on კვირა, 14 აპრილი, 2019

https://megatv.ge/news/15967-qutaisshi-mcxovreb-meroianebis-ojaxs-germaniis-moqalaqem-10-atasi-evro-uanderza.html

http://newpress.ge/germaniis-moqalaqem-qutaisshi-mcxovreb-ojaxs-10-atasi-evro-uanderza?fbclid=IwAR3bSZBfMc2TISoID0EEidqzWmwE0ewAumipgWo1LIeUorIg2Ao_iPAt2ck

http://rustavi2.ge/ka/video/41963?v=2&fbclid=IwAR1e-AkobN8KmGwpeNNqc4qkiwEVTyic9JBSk_PQoIn4sYql2NlpGlOE-xY