ჩვენ 25 წლის ვართ! საიუბილეო თარიღს ქართულ-გერმანული ცენტრი მდიდარი და წარმატებული ისტორიით ხვდება და ამ საამაყო ისტორიის შემქმნელი, თანამონაწილე და გამგრძელებელი ხართ თითოეული თქვენგანი, რომელსაც, შესაძლებელია, სულ მცირედი, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალზე მნიშვნელოვანი შეხება ჰქონია ჩვენთან, თითოეული თქვენგანი, რომელიც დაარსებიდან დღემდე მოგვყვება ერთგულებითა და სიყვარულით, მუდამ წინსვლისა და წარმატების იმედით!
მადლობა თქვენ ამ სიყვარულისა და ერთგულებისთვის!
სიამოვნებით ვიღებთ თქვენგან მოლოცვებს და თითოეული თქვენგანის გამოხმაურება გაგვეხარდება.
ქართულ–გერმანულ ცენტრს 25 წლის იუბილეს ულოცავს ბატონი ირაკლი შურღულაია, დეპარტამენტის უფროსი საქართველოს საელჩოში, გერმანია.
ქართულ–გერმანულ ცენტრს 25 წლის იუბილეს ულოცავს ბატონი გია ლომიძე, ქართულ–გერმანული ცენტრის ერთ–ერთი დამფუძნებელი და დიდი მეგობარი. ამჟამად შპს გლიმერ-კონსულტინგის ხელმძღვანელი გერმანიაში.
ქართულ–გერმანულ ცენტრს 25 წლის იუბილეს ულოცავს ქალბატონი გიზელა ჰაილი, ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე, ადვოკატი.