2014 წლის 10–11 ივნისს ქართულ–გერმანული ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისათვის“.

ქ.ვადერნში არსებობს მქსოველ ქალთა საზოგადოება, რომლებიც უკვე 13 წელია უდიდესი სიყვარულით ქსოვენ ამ ულამაზეს ნივთებს ქუთაისელი ბავშვებისა და მოსახლეობისათვის და ყოველ წელიწადს ეს ნივთები მიულერების ოჯახისა და ქართულ–გერმანული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით საჩუქრად გადაეცემათ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ადამიანებს.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხა, 1966 ლარი მოხმარდება ისევ და ისევ საქველმოქმედო აქციას (საკვები პროდუქტებით დახმარება), რომელიც ყოველ წელს შემოდგომაზე იმართება ჩვენი გერმანელი მეგობრების უშუალო მონაწილეობით ქართულ–გერმანულ ცენტრში.
https://www.facebook.com/209117772551950/photos/ms.c.eJw9lNsRRCEIQzvaAeTZf2M7BnM~;zyQgoOhtWuqno2bUfw6OudzTjzV09Fjl4zxhnpEKzl49np6tefWRJndHi515bHH1no97mfE28Bvjz~;qb~;jM4L~_yxD~;SKxyHLTjbkE~_oJ1vl48wfzZyG~;Mb4crEVGf~_2srwr5Wh73gf~;rv9d~;yGNX96~;~;ccTnIefqr74RzNc7yXteCHn7V~;p14zmPsZ2HONmWjYx5K~_c9Z~_vjPMYFOvuf~_14uM59v~;frqn1CwsN5YXagP8kky386~;vvOycb7RX~_ivfPspkUR86OPt9xT1fU~;53lOJzXJ8fsQ744~_s~;t6~;ON6HKP1e0KvIm5~;7ICk4~;zBf4v7Pm2dJ~_jLjS7FvnR~_vLmTc91Hqd0Fqhv2pOM6nX~_88aobzUMH7teY~_m~_7~_0m8Nv83jo9jnOWRfney4nyj6Y~_sX~;gfhqzN~;rD~;pT9yPGeuvPS~_Yv9bv9NfWz~;~;IBO9R3~;6XKe4zhPl6z3ehH~;cTnJ~;dfanpoK62upExjz7zB6QQB5E~-.bps.a.482168125246912/482171438579914/?type=3&theater

0