2015 წლის 9-10 მარტს ქართულ–გერმანული ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფოუნივერსიტეტის ენათა ცენტრის ორგანიზებით უკვე მესამედ მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის“. ქ.ვადერნში არსებობს მქსოველ ქალთასაზოგადოება, რომლებიც უკვე 14 წელია უდიდესი სიყვარულით ქსოვენ ამ ულამაზეს ნივთებსქუთაისელი ბავშვებისა და მოსახლეობისთვის და ყოველ წელიწადს ეს ნივთები მიულერებისოჯახისა და ქართულ–გერმანული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით საჩუქრად გადაეცემათსოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ადამიანებს. საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვაზეშემოსული თანხა 3060 ლარი მოხმარდება ისევ და ისევ საქველმოქმედო აქციას (საკვებიპროდუქტებით დახმარება), რომელიც ყოველ წელს შემოდგომაზე იმართება ჩვენი გერმანელიმეგობრების უშუალო მონაწილეობით ქართულ–გერმანულ ცენტრში.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.610303219100068.1073741844.209117772551950&type=1

გაეცანით ქართულ-გერმანული ცენტრის სიახლეებს

0

You may also like

ქართულ-გერმანულ ცენტრში ტრადიციულად ჩატარდა მოსწავლეთა შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ბატონ ჰუბერტ ქნირშის სტუმრობა ქართულ-გერმანულ ცენტრში
2018 წლის 11 სექტემბერს

admingdz