2015 წლის 9-10 მარტს ქართულ–გერმანული ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრის ორგანიზებით უკვე მესამედ მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის“. ქ.ვადერნში არსებობს მქსოველ ქალთასაზოგადოება, რომლებიც უკვე 14 წელია უდიდესი სიყვარულით ქსოვენ ამ ულამაზეს ნივთებსქუთაისელი ბავშვებისა და მოსახლეობისთვის და ყოველ წელიწადს ეს ნივთები მიულერებისოჯახისა და ქართულ–გერმანული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით საჩუქრად გადაეცემათსოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ადამიანებს. საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვაზეშემოსული თანხა 3060 ლარი მოხმარდება ისევ და ისევ საქველმოქმედო აქციას (საკვებიპროდუქტებით დახმარება), რომელიც ყოველ წელს შემოდგომაზე იმართება ჩვენი გერმანელიმეგობრების უშუალო მონაწილეობით ქართულ–გერმანულ ცენტრში.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.610303219100068.1073741844.209117772551950&type=1

 

0