საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფო ენა არის ქართული, საკუთარი დამწერლობით, რომელიც უძველესია მსოფლიოში და განეკუთვნება სამხრეთკავკასიურ ენათა ჯგუფს. ერთ-ერთი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია დათარიღებულია ჩვ. წ. V საუკუნით.
მდებარეობა: საქართველო მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთით, მას ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი და სომხეთი, სამხრეთით – თურქეთი.
კლიმატი – ქვეყნის ლანდშაფტი კლიმატის მრავალფეროვნებას განსაზღვრავს.ზამთარი მთებში ცივი და თოვლიანია. კავკასიონის მთები აკავებენ ჩრდილოეთიდან წამოსულ ცივი ჰაერის მასებს. დასავლეთში, კოლხეთის დაბლობზე არის ნესტიანი, სუბტროპიკული კლიმატი. ნალექების რაოდენობა თანდათან იკლებს აღმოსავლეთის მიმართულებით.
ფართობი – 69700 კვ.კმ.
საზღვრის საერთო სიგრძე – 1461 კმ
მეზობელი სახელმწიფოები: სომხეთი -164 კმ, აზერბაიჯანი – 322 კმ, რუსეთი – 723 კმ, თურქეთი – 252 კმ, შავი ზღვის სანაპირო – 310 კმ.
მოსახლეობა: 5010000 (ივლისი 2000)
დედაქალაქი: თბილისი (1253000 მცხოვრები)
ქართული კულტურა, რომელმაც საუკუნეების ურთულეს კატაკლიზმებს გაუძლო, დღესაც ინარჩუნებს თვითმყოფადობას. მისი ფესვები კაცობრიობის განვითარების უძველესი ისტორიის სანახებში უნდა ვეძიოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1 800 000 წლის წინანდელი ადამიანის ნაშთები იქნა აღმოჩენილი, ხოლო ყველაზე ძველი ისტორიულ-კულტურული ძეგლი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5, მე-6 ათასწლეულით თარიღდება, გასაგები იქნება, თუ რას ნიშნავს ხელით შეეხო და შეიგრძნო ქართული თვითნაბადი კულტურა, რომელიც არასოდეს ყოფილა სხვა ცივილიზაციათა მსგავსი და დამოუკიდებლად ქმნიდა ხელოვნებისა თუ ტექნიკის მაღალი ხარისხის პროდუქტს. რთული პოლიფონიური სიმღერებიდან და ცეკვებიდან, ნატიფი ხელოვნების ნიმუშებიდან, ლითონის პირველი დამუშავების სხვისთვის უცნობი ტექნოლოგიიდან დაწყებული, კოსმოსური ანტენების თანამედროვე კონსტრუქციებით დამთავრებული, ამიტომ ყველა ისტორიულ ეპოქაში დიდი იყო საქართველოსადმი დაინტერესება. ამის ნათელი მაგალითია მითი არგოვნატების, იასონისა და მედეას შესახებ. არგონავტები არ იყვნენ პირველები ვინც საქართველო აღმოაჩინეს, იგი უხსოვარი დროიდან „დიდი აბრეშუმის გზის“ ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარეობდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის შუა პერიოდში და პირველი საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებობდა ორი დიდი ტომის (მოდგმის) გაერთიანება: დიაოხი და კოლხა, რომელთა არსებობამ ჩვ. წ. VI საუკუნეში ორი ანტიკური სახელმწიფოს დაარსებას დაუდო საფუძველი, კოლხის-დასავლეთ საქართველოში და იბერია-აღმოსავლეთ საქართველოში.
მოგვიანებით ქვეყანა რომაელებმა დაიპყრეს. 327 წელს საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. შემდეგი დამპყრობლები იყვნენ: სპარსელები, ბიზანტიელები, არაბები.
მე-10 საუკუნის დასასრულს საქართველოს ოქროს ხანაში გვევლინება, რამდენიმე წლიანი დამოკიდებულება ბიზანტიის იმპერიაზე დამხობილ იქნა. მე-11 და მე-13 საუკუნეებში საქართველო, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მეფობის პერიოდში, ტრანსკავკასიაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ გვევლინება. ამას შემდეგ მოჰყვა მონღოლების შემოსევა თემურ ლენგის მეთაურობით. მე-16 საუკუნეში საქართველო დაიყო ცალკეულ სამეფოებად: იმერეთის კახეთისა და ქართლის, ასევე გამოიყო ხუთი თავადაზნაურთა წრე, რომლებიც ოსმალებისა და ირანელების ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ. 1783 წელს აღმოსავლეთ საქართველომ (ქართლ-კახეთი) რუსეთთან გააფორმა თავდაცვის ტრაქტატი. 1801 წელს მეფის რუსეთის მიერ მოხდა ქართლ-კახეთის ანექსია და დამხობილ იქნა მისი სამეფო ტახტი. ქვეყნის დასავლეთით კი ერთი ათეული წლის მანძილზე ისევ შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა. მხოლოდ 1810 წელს დაიპყრო რუსეთმა იმერეთის სამეფო. რუსეთს 54 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ დასავლეთ საქართველოში სრულყოფილი კონტროლი დაემყარებინა 1828 წელს გაუქმდა გურიის, ხოლო 1857 წელს სამეგრელოს რეგიონები.
1857-1859 წლებში მოხდა სვანეთის რეგიონის ანექსია, ხოლო 1864 წელს გაუქმდა აფხაზეთის თავადობა.
1918 წლის 26 მაისს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო 1921 წლის 16 თებერვალს მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ.
1922-1936 წლებში ის ეკუთვნოდა ტრანსკავკასიურ დაჯგუფებას, ხოლო მისი დაშლის შემდეგ საქართველო გახდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც 1991 წლამდე არსებობდა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
აღმოაჩინოთ საქართველო ნიშნავს, გაეცნოთ მის ისტორიას, ადათსა და წესჩვეულებებს, უნიკალურ ისტორიულ ძეგლებს, არქიტექტურას, ქვაში ამღერებულ ჩუქურთმასა და ორიგინალურ ფრესკულ მხატვრობას, მდიდარ არქეოლოგიურ მონაპოვარს და უძველეს დამწერლობას.
აღმოაჩინოთ საქართველო ნიშნავს, იხილოთ მისი პირველყოფილი ბუნება, მთის ანკარა წყაროები, მდინარეები, მთები და ველები, მღვიმეები და კარსტული გამოქვაბულები, დინოზავრის ნაკვალები, ნაციონალური პარკები, რომლებიც თავისი უნიკალური ენდემური ჯიშის ფლორითა და ფაუნით ათასობით კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული.
აღმოაჩინოთ საქართველო ნიშნავს, დატკბეთ ქართული სიმღერებითა და საგალობლებით, ცეცხლოვანი პლასტიკური ცეკვებითა და ზღაპრული სტუმართმოყვარეობით.
აღმოაჩინოთ საქართველო ნიშნავს, ეზიაროთ დღევანდელ კულტურას, მის მწერლობასა და პოეზიას, კლასიკური მუსიკის ვირტუოზ შემსრულებლებს, დატკბეთ ქართველი მხატვრების ხელოვნებით, მონაწილეობა მიიღოთ ხალხური და კლასიკური ხელოვნების საერთასორისო ფესტივალებში, მხატვართა პლენერებში, სახალხო დღესასწაულებში.
აღმოაჩინოთ საქართველო ნიშნავს, გემო გაუსინჯოთ ქართულ ღვინოს, რომლის დამზადების ტექნოლოგია უძველესია კაცობრიობის ისტორიაში, მხოლოდ ქართული ყურძნის ჯიშებისაგან მზადდება ღვთიური სითხე, რომელსაც უხსოვარ დროშიც აღტაცებაში მოჰყავდა ძველი ბერძნები და მეზობელ სახელმწიფოთა გურმანები. წარმოუდგენლად მდიდარია ქართული სამზარეულო თქვენ მხოლოდ აქ გასინჯავთ „საცივს“, ხორცისა და ბოსტნეულის, მთისა და ბარის უმდიდრეს კერძებს, სურნელოვან სანელებლებს, ეკოლოგიურად სუფთა, არომატულ ხილს. ადგილზე შეისწავლით და გაამდიდრებთ თქვენს სამზარეულოს ქართული კერძებით.
აღმოაჩინოთ საქართველო ნიშნავს, ნახოთ, როგორ ცხოვრობს ქართული სოფელი, გაეცნოთ სტუმრის მიღების, სახალხო და რელიგიურ დღესასწაულების გამართვის ქართულ ტრადიციებს, შეისწავლოთ სოფლის მეურნეობის დარგები, მონაწილეობა მიიღოთ მოსავლის აღებაში. აგროტურიზმი მოგცემთ საშუალებას დაუმეგობრდეთ ოჯახებს, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ყველაზე ძლიერ, სტუმართმოყვარე ქართული ოჯახის ინსტიტუტს.
აღმოაჩინოთ საქართველო ნიშნავს, დაიპყრო საქართველოს ყველაზე მაღალი (5000 მ. და მეტი) მწვერვალები, ნავით დაეშვათ მდინარე რიონის ხეობაში, იმოგზაუროთ ცხენითა და ფეხით ულამაზეს მთებში, დაისვენოთ კურორტებსა და ტურისტულ ბაზებზე, იმკურნალოთ უებარი მინერალური წყლებით, და იმავე დროს იბანაოთ შავ ზღვაში და თხილამურებით დაეშვათ თოვლიანი მთებიდან.