ურთიერთობები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან თბილისში

განსაკუთრებით აღსანიშნავია მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში.

2014 წლის 21 თებერვალს ქართულ–გერმანულ ცენტრს სტუმრობდა გერმანიისფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ორთვინ ჰენინგი. ბატონი ელჩიშეხვდა და გაესაუბრა ქართულ–გერმანული ცენტრის თანამშრომლებს და ასევე გერმანული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელებს. მან ქართულ–გერმანულ ცენტრს საჩუქრად გადასცა ლეპტოპი და სხვა საჩუქრები. ქართულ–გერმანული ცენტრი გულითად მადლობას უხდის გერმანიის საელჩოს მრავალწლიანი პარტნიორობისა და მეგობრობისათვის. (ფოტოგალერეა)

https://www.facebook.com/media/set/?set=a.541381085992282.1073741839.209117772551950&type=1

2012 წლის 21-22 მარტს ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქ-ნი ჰაიკე გაბრიელი. ვიზიტის მიზანი დაკავშირებული იყოოქტომბრის თვეში დაგეგმილ გერმანიის დღეების ჩატარებასთან ქ. ქუთაისში. გერმანიისსაელჩომ ქართულ-გერმანულ ცენტრს პარტნიორობის ფარგლებში საჩუქრად კომპიუტერულიტექნიკა გადასცა.

2011 წლის 30 ივნისს ქართულ-გერმანულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქ-ნი ჰაიკე გაბრიელი.

2010 წლის 13-14 დეკემბერს ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ბატონი ორთვინ ჰენიგი მეუღლესთან ერთად. მოეწყო საქმიანი შეხვედრები ქალაქისა და უნივერსიტეტის ხელმღვანელობასთან, გერმანული ენისა და ლიტერატურის პროფესორ-მასწავლებლებთან, ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებთან. საპატიო სტუმრებს ქართულ-გერმანული ცენტრი უწევდა მასპინძლობას.

2009 წლის 21 მაისს ქართულ-გერმანულმა ცენტრმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით მოაწყო ფრიდრიხ ებერტის (ქ.ვადერნი, გერმანია) ლიტერატურული საღამო.

2008 წლის აპრილში ქგც-ს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა გერმანიის ელჩი საქართველოში დოქ. პატრიცია ფლორი და საელჩოს კულტურის ატაშე ქ-ნ ჯესიკა ფერნანდესი. ქგც-ს ორგანიზებით მოეწყო პრესკონფერენცია. სტუმრებმა ცენტრს საჩუქრად გადასცეს ქსეროქსის აპარატი.

2007 წლის დეკემბერში ქგც პრივატიზაციასთან დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დოქ. პატრიცია ფლორმა ქგც-ში გამართა ოფიციალური მიღება. გერმანიის ელჩმა ქგც-ს საჩუქრად გადასცა უახლესი კომპიუტერული ტექნიკა.

2007 წლის აგვისტოში ქ. ვადერნის საინიციატივო ჯგუფის, ზაარლანდის გერმანულ ქართული საზოგადოების, ვადერნის საინიციატივო ჯგუფის, გერმანიის საელჩოსა და იმერეთის გუბერნატორის მხარდაჭერით მოხდა ქართულ-გერმანულ ცენტრის შენობის პრივატიზაცია.

2006 წლის 2 ივნისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის, ქუთაისის მერიის სპორტული სამსახურისა და ქართულ-გერმანული ცენტრის ერთობლივი ორგანიზაციებით, გერმანული ენის და კულტურის პროპაგანდის მიზნით მოეწყო "ქუჩის ფეხბურთის" ტურნირი ქუთაისის გერმანულენოვან სკოლებს შორის.

2006 წლის აგვისტოში ქართულ-გერმანული ცენტრი მასპინძლობას უწევდა გერმანიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ქ-ნ დოქტორ პატრიცია ფლორს.

2005 წლის ივლისში ქართულ-გერმანულ ცენტრში გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საელჩოს ეგიდით გაიხსნა ალექსანდრე ჰუმბოლდტის ბიოგრაფიული ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენა.

2005 წლის იანვარში ქართულ-გერმანულ ცენტრისა და გერმანიის საელჩოს ერთობლივი პროექტით ქუთაისის სამხატვრო გალერეაში მოეწყო გამოფენა "ქართველი და გერმანელი მხატვრები ქუთაისში".

2005 წელს თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საელჩოს ეგიდით ქუთაისში გაიხსნა გერმანული საინფორმაციო ცენტრი, რომლის ორგანიზატორი, ქუთაისის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად გახლდათ ქართულ-გერმანული ცენტრი.

2002-03-04 წ.წ. ქგც მასპინძლობას უწევდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბ-ნ უვე შრამს.
სხვადასხვა პერიოდში ქგც-ს სტუმრობდნენ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ბაასი,(1996წ.) და ბ-ნი ფოგელი, (1998 წ.), ბ-ნი ქინდსგრაბი, ქ-ნი ინა ლეპელი, ბ-ნი მირკო შილბახი, ქ-ნი გიზელა თრუქენბროდთი, ქ-ნი ფერნადესი, ქ-ნი კაროლინა კლემკე და სხვ.

სურათები>>>

საკონტაქტო ინფორმაცია:

სტატისტიკა: