01.05.2022წ.-ში აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო გერმანული ენის დღე და ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება: “გერმანული ენა დიდებისა და პატარებისათვის”.

წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა საინტერესო საგამოფენო მასალებითა და სხვადასხვა აქტივობებით.

ჩვენი ცენტრის პატარა საგამოფენო სივრცეს საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავდა, რომლებიც სიამოვნებით ეცნობოდნენ ორგანიზაციის 26 წლოვან ისტორიას და მრავალფეროვან პროგრამებს.

ღონისძიების ორგანიზატორები: გერმანიის საელჩო საქართველოში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA), ავსტრიის საელჩო საქართველოში, ინიციატივა „სკოლები-მომავლის პარტნიორები“ (PASCH), გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ავსტრიული ბიბლიოთეკა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


0