1. თეკლა ჯღამაძე
2. ალექსანდრე ლელაძე
3. ბაჩო თოდუა
4. თეკლა დევიძე
ეს ის თაობაა, რომელმაც ევროპულ საქართველოში უნდა იცხოვროს!🇬🇪 🇩🇪 🇪🇺 ❤
25 წლის წინ დაწყებული ტრადიცია დღესაც წარმატებით გრძელდება და ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანული ენის შემსწავლელი კურსის მოსწავლეებს კვლავ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა 3 თვის მანძილზე იცხოვრონ გერმანულ ოჯახებში, ისწავლონ გერმანულ სკოლაში, გაიცნონ გერმანული კულტურა, ეზიარონ ევროპულ ფასეულობებს და ამავე დროს წარმოაჩინონ საქართველო, თავისი ისტორიითა და ტრადიციებით.🇬🇪 ❤ 🇩🇪
გვიხარია და გვეიმედება, რომ ჩვენი მოსწავლეების მთავარი მასპინძელი ზაარბრუკენში ზაარლანდის ქართულ-გერმანული საზოგადოების თავმჯდომარე და ცენტრის დიდი მეგობარი ქალბატონი გიზელა ჰაილია, რომელიც უკვე წლებია ზრუნავს ახალგაზრდა თაობის ევროპულ განათლებასა და წარმატებაზე.
გვჯერა, მრავალჯერ ვიამაყებთ თქვენით, საყვარელო ბავშვებო!

0