01.05.2023–დან 22.05.2023-მდე ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდა ქუთაისის ერთგული მეგობარი, ბატონი გერჰარდ მიულერი გერმანიის ქალაქ ვადერნიდან.
მიულერების ოჯახი უკვე 23 წელია არ ღალატობს ტრადიციას და ჩვეული შემართებით, სიყვარულითა და გულისხმიერებით ცდილობს გაჭირვებული ყოფა შეუმსუბუქოს და მცირე სიხარული მიანიჭოს იმ ადამიანებს, რომელთაც თანადგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ.
19.05.2023 წელს, ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და ბატონი გერჰარდ მიულერისა და მისი მეგობრების შემოწირულობებით, ჩვენი ქალაქის 300-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები.
მადლობას ვუხდით ქალაქის ხელმძღვანელობასა და სოციალურ სამსახურს თანადგომისთვის. მადლიერებას გამოვხატავთ სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორა“-ს შვილობილი კომპანიის „ლიბრეს“ თანამშრომლების მიმართ გაწეული შრომისათვის. განსაკუთრებული მადლობა რეგიონალურ მენეჯერს, ქალბატონ თეკლა შალამბერიძეს, პროდუქტების მოწოდებისა და დახარისხების საუკეთესო ორგანიზებისათვის.
ასევე განსაკუთრებული მადლობა ქართულ-გერმანულ ცენტრის შრომისმოყვარე და დაუღალავ სტუდენტებს, რომლებმაც დიდი ენერგიით შეუწყეს ხელი ამ კეთილშობილ საქმეს.