2023 წლის 5–7 ოქტომბერს ქართულ-გერმანულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია იდარ-ობერშტაინის კლინიკის მთავარი ექიმი, ბატონი მარტინ აიკე. ბოლო წლებში გაზრდილი ინტერესის ფონზე, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გერმანულ კლინიკაში პრაქტიკული სწავლების პროგრამაში ჩართული ქართველი სტუდენტების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა.

ვიზიტის ფარგლებში ბატონმა აიკემ მონაწილეობა მიიღო ქართულ-გერმანული ცენტრისა და გერმანელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რამაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი ქართულ-გერმანული თანამშრომლობის სოციალურ პასუხისმგებლობას.

სტუმარმა ასევე მოინახულა ქუთაისში გამართული ღვინის ფესტივალი, სადაც სიამოვნებით დააგემოვნა ქართული ღვინოები და გაეცნო ადგილობრივ კულტურულ გარემოს.

0