ქართული-გერმანული ცენტრი ორწლიანი პაუზის შემდეგ ტრადიციულად უმასპინძლა მეგობარ კოლბეკების ოჯახს, რომელიც უკვე 22 წელია საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოხატავს. აღნიშნული ოჯახი ყოველწლიურად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, რათა დახმარების ხელი გაუწოდოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და შეჭირვებულ ოჯახებს.
დახმარების ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
-
02.10. ფინანსური დახმარება გაეწიათ წყალწითელას პანსიონატში მცხოვრებ ლტოლვილ ბავშვებს (ეს ტრადიცია 20 წელზე მეტი გრძელდება).
05.10. ქუთაისში მცხოვრებ 137 სოციალურად დაუცველ ბავშვსა და ოჯახს გადაეცა ახალი ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები.
06.10. გერმანელი მეურვეებისგან ფინანსური საჩუქარი გადაეცათ ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს.
07.10. გაბაშვილის სახელობის პარკში ბავშვებისთვის მოწეყო ექსკურსია და მხიარული ატრაქციონები (ეს ტრადიცია 20 წელზე მეტი გრძელდება).
08.10. სტუმრებმა მოინახულეს შეჭირვებული ოჯახები და გადასცეს მათ ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კოლბეკების ოჯახს კეთილი ნების გამოხატვისა და თანადგომისთვის. ასევე მადლობას ვუხდით ქალაქის ხელმძღვანელობას, სოციალურ სამსახურსა და ჩვენს ძვირფას სტუდენტებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო პროექტებს.