მეიჯერელ საქართველომ და ქართულ–გერმანული ცენტრმა, პარტნიორობის ფარგლებში, მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ტრადიციად აქციეს.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს, მეიჯერელ საქართველოს დაფინანსებითა და ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 71 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასკოლო ნივთები გადაეცათ.
მიმდინარე წელს, ქართულ-გერმანული ცენტრი მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ქველმოქმედებაა, რომელსაც უკვე ათეული წლებია აქტიურად აგრძელებს გერმანელ მეგობრებთან ერთად. ურთიერთთანამშრომლობა კი ისეთ მოწინავე კომპანიასთან, როგორიც „მეიჯერელ საქართველო“-ა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი და სხვებისათის მისაბაძია.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პარტნიორმა ორგანიზაციამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ოჯახებს, გერმანიის ქ.ვადერნიდან, მიულერების მიერ გამოგზავნილი ულამაზესი ხელით ნაქსოვი ნივთები გადასცა საჩუქრად.