პროგრამა, რომელიც უკვე 25 წელია წარმატებით ხორციელდება, ითვალისწინებს ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანული ენის შემსწავლელი კურსის მოსწავლეებისათვის უნიკალური შესაძლებლობის შეთავაზებას: მონაწილეები სამი თვის განმავლობაში ცხოვრობენ გერმანულ ოჯახებში, სწავლობენ ადგილობრივ სკოლებში, ეცნობიან გერმანულ კულტურასა და ევროპულ ფასეულობებს და პარალელურად წარმოაჩენენ საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებს საერთაშორისო გარემოში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე, ქალბატონი გიზელა ჰაილი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების ევროპულ განათლებასა და განვითარებას.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2025 წელს საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრნენ შემდეგი მოსწავლეები:

  1. თეკლა ჯღამაძე
  2. ალექსანდრე ლელაძე
  3. ბაჩო თოდუა
  4. თეკლა დევიძე

პროგრამის მიმდინარეობისას ქართველმა მოსწავლეებმა აჩვენეს მაღალი აკადემიური შედეგები და ღირსეულად წარმოადგინეს თავი უცხო გარემოში. დარწმუნებულნი ვართ, აღნიშნული გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში.

0