2025 წლის 2 ივნისს ქართულ-გერმანულ ცენტრში, ახლად მოწყობილ სივრცეში, გაიმართა პირველი ოფიციალური ვიზიტი.
ცენტრს სტუმრად ეწვივნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში, ეკონომიკისა და კულტურის განყოფილების უფროსი ბატონი ლაიფ შტრიოსნერი, კულტურის ატაშე ქალბატონი რებეკა ლინჰოფი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ლექტორი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონი გიგი ჭინჭარაული.
სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ცენტრის ისტორიისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ, გაეცვნენ სამომავლო გეგმებს და დაესწრნენ გერმანული ენის გაკვეთილს. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კურსის მსმენელთა მაღალმა მოტივაციამ და გერმანული ენის ცოდნის დონემ.
ბატონმა შტრიოსნერმა გერმანიის საელჩოს სახელით გამოთქვა სრული მზადყოფნა, ტრადიციულად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს პარტნიორობა ქართულ-გერმანულ ცენტრსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის.


 
				
		