ჩვენი პარტნიორები არიან სხვადასხვა ქალაქების Mc Donald´s-ის რესტორნების და სატუმროების მფლობელები, რომლებთანაც 2007 წლიდან დღემდე წარმატებით ვახორციელებთ სტუდენტთა დასაქმების პროგრამას საზაფხულო არდადეგების დროს.
პროფესიული განათლების მიღება (Ausbildung) შეუძლიათ მსურველებს სისტემური გასტრონომიის ექსპერტის პროფილით შემდეგ ქალაქებში: მიუნხენი, შტუტგარდი, ჰამბურგი, ჰანოვერი, ულმი, ვერტჰაიმი,(ფრანქფურტთან ახლოს) პაინე, ბრაუნშვაიგი და სხვ.
პროფესიული განათლება გრძელდება 3 წელი და ეფუძნება დუალურ სისტემას, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტი თეორიულ კურსს გაივლის კოლეჯში (კვირაში 2 დღე) და პრაქტიკულ სამუშაოს განახორციელებს McDonald´s-ის რესტორანში (კვირაში 3 დღე). პრაქტიკული სამუშაო მოიცავს 169 საათს თვეში და ანაზღაურება შეადგენს:
- • პირველი წელი: თვეში 710 – 865 ევრო
- • მეორე წელი: თვეში 800 – 954 ევრო
- • მესამე წელი: თვეში 900 – 1054 ევრო
გერმანიაში ყოფნის პერიოდში სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება გერმანული სამედიცინო დაზღვევით.
განათლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ადგილით. ეს პროფესია საუკეთესო საშუალებას იძლევა კარიერული წინსვლისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა და სავალდებულო საბუთები:
- • ასაკობრივი შეზღუდვა: 18 დან 35 წლამდე
- • CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე
- • საშუალო განათლება
- • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი:
- • სკოლის ატესტატი
- • უმაღლესი განათლების დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- • დაბადების მოწმობის ასლი
- • პაპორტის ასლი
- • გოეთეს ინსტიტუტის B2 დამადასტურებელი სერტიფიკატი
სწავლის დაწყება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ სექტემბერში და თებერვალში.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა:
მიმდინარე წლის სექტემბერში სწავლის დამწყებთათვის – 25 ივნისი, თებერვალში სწავლის დამწყებთათვის – 15 დეკემბერი
პირველ ეტაპზე სავალდებულოა მხოლოდ CV და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა, რის შემდეგაც შემდეგ მოხდება კანდიდატთან პირადად დაკავშირება და გასაუბრება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, კანდიდატთან პირადად დაკავშირება და დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვემოთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე გამოიგზავნება განცხადებაში მითითებული პირველადი აუცილებელი დოკუმენტაცია.
ელ.ფოსტა: gdz.azubi@gmail.com