2007 წლიდან საქართველოს მთავრობისა და გერმანიის საელჩოს რეკომენდაციის საფუძველზე ქართულ-გერმანული ცენტრი, გერმანიის სახელწიფო დასაქმების სამინისტროს (ZAV-Bonn) ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი ორგანიზაციაა საქართველოში. ყოველწლიურად ათობით სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა გამოხატოს საკუთარი მზადყოფნა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და კარიერული წინსვლისათვის, გაიღრმავოს გერმანული ენის ცოდნა, საკუთარი შრომით დაიფინანსოს სწავლა, გაეცნოს ევროპულ ღირებულებებებსა და მიიღოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში (ZAV) მონაწილეობისათვის საჭიროა გერმანული ენის კარგი/ძალიან კარგი ცოდნა. გერმანული ენის ცოდნის გამოსავლენად სტუდენტთა შერჩევა ხდება ტესტირების საფუძველზე. ტესტირება სავალდებულოა აგრეთვე იმ პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ და სტაჟირება გაიარონ გერმანიაში თავიანთი სპეციალობის შესაბამისად.