2024 წლის 6 სექტემბერს, ქართულ-გერმანულ ცენტრში პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ იდარ-ობერშტაინის საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექიმები: პროფესორები ბ-ნი მარტინ აიკე, ბ-ნი ნათიგ გასანოვი და ბ-ნი ულრიხ ფრაი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს იმ სტუდენტებთან, რომლებიც ნოემბრიდან გერმანიაში ერთწლიანი სამედიცინო პრაქტიკის გაივლიან.

უკვე თითქმის 14 წელია, ჩვენი პროგრამა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გააღრმაონ გერმანიაში.

გაიცანით ჩვენი საამაყო სტუდენტები:

  • ანასტასია მასხარაშვილი

  • მეგი კეზუა

  • მადინა ტრიპტანიდი

  • გიორგი ფრუიძე

  • ნიკა ტოგონიძე

ჩვენ ვუსურვებთ მათ წარმატებას სამომავლო პროფესიულ გზაზე.

0