2025 წლის 12 სექტემბერს „TP საქართველოსა“ და ქართულ-გერმანული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 100 ბავშვს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთან დაკავშირებით გადაეცა სასკოლო ჩანთები და სასწავლო ინვენტარი.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერას და მათთვის ახალი სასწავლო წლის წარმატებით დაწყებაში ხელშეწყობას.

„TP საქართველო“ (ყოფილი „მეიჯერელ საქართველო“) უკვე შვიდი წელია ქართულ-გერმანული ცენტრის სანდო პარტნიორია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.

ქართული-გერმანული ცენტრი მადლობას უხდის „TP საქართველოს“ მრავალწლიან თანამშრომლობისთვის, ასევე ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქალაქის ხელმძღვანელობასა და ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას — ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლობა გადაეცემა ბატონ ოლეგ ძიას ღონისძიების ორგანიზაციული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

0