მათთვის ვინც კარგად, ან ძალიან კარგად ფლობს გერმანულ ენას, ვინც მზად არის
დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ახალი გამოწვევებისათვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია
აიმაღლოს ცოდნის დონე, საკუთარი შრომით დაიფინანსოს სწავლა და ამავდროულად
შეიქმნას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, „ქართულ-გერმანული ცენტრი“, გერმანიის სახელწიფო
დასაქმების სამინისტროს (Bundes – Agentur für Arbeit) ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი
ორგანიზაცია საქართველოში, აცხადებს 2020 წლის ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე
გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციას.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებგვერდზე
www.gdz.ge, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ასევე განცხადებაში მითითებულ სატელეფონო
ზარის საშუალებითაც.
1. სტუდენტებს შეუძლიათ დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროებში:
2. გერმანული ფოსტა
3. კვების ობიექტები (მაკდონალდსი, ბურგერკინგი, კაფეები, რესტორნები, საცხობები)
4. დასუფთავების ობიექტები (კლინიკები, სასტუმროები, ბიუროები, კოლეჯები, ბაღები და ა.შ.)
5. მცირე საოჯახო კაფე-სასტუმროები
6. სავაჭრო ცენტრები
7. ქარხნები, ფაბრიკები
პროგრამის აღწერილობა უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: www.gdz.ge
პროგრამაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება ეტაპობრივად, გასაუბრების საფუძველზე,
ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. გასაუბრების ზუსტი თარიღი და ადგილი წინასწარ იქნება
ცნობილი.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ!
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქართულ-გერმანული ცენტრი (ქუთაისი)
დ. აღმაშენებელის გამზ. მე- 3 შეს. N6, 4600 quTaisi, saqarTvelo
(დროებითი მისამართი, დ. აღმაშენებლის N 39 და N 41 კორპუსებს შორის შესახვევში)
ტელ.: +995 431 24 45 24; მობ.: +995 598 00 69 68
ელ–ფოსტა: gdzferienarbeit@yahoo.de
Facebook: Georgisch-Deutsches Zentrum
Facebook: Gdz Georgien (მეგობრების დამატება)
www.gdz.ge

0