2024 წლის 22 მაისს ქართულ-გერმანულ ცენტრს ესტუმრა ბიზნესის, მედიის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია გერმანიიდან. დელეგაციის მთავარი მიზანი ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.
სტუმრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო Boutique Hotel Argo-ში, სადაც ქართულ-გერმანული ცენტრის მუშაობის პროცესები და პროექტები დეტალურად იქნა წარმოჩენილი. პრეზენტაციას ესწრებოდა ქალაქის მერი, ბ-ნი იოსებ ხახალეიშვილი, რომელმაც სტუმრებს აუხსნა ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები, განვითარების შესაძლებლობები და უპასუხა მათი შეკითხვებს. შეხვედრის დასრულებისას, მერმა დელეგაციას ქალაქის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ქართულ-გერმანულ ცენტრს სიხარულით მიაჩნია, რომ გერმანელი სტუმრები ორგანიზაციის მრავალმხრივ საქმიანობას განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან, რაც დადებითი ემოციებითა და გულწრფელი შეფასებებით გამოიხატება.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა პარტნიორსა და მხარდამჭერს, ვინც ჩვენი ცენტრის მდიდარი ისტორიის შექმნაში თანმხლებია და მხარში გვიდგას დღემდე.