2019 წლის 26 ივლისს, სასტუმრო “არგოში” ქართულ-გერმანული ცენტრის დირექტორი ნანა მეგრელიშვილი და დირექტორის მოადგილე ირინა შიშინაშვილი, თავად გერმანული მხარის ინიციატივით, შეხვდნენ ფრაიბურგის მხარის გაზეთის “Konradsblatt”-ის სარედაქციო კოლეგიას, ჟურნალისტებსა და მკითხველებს. ქართულ-გერმანული ცენტრის წარმომადგენლებმა გერმანელ სტუმრებს გააცნეს ცენტრის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები – გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, მრავალფეროვანი გაცვლითი და საქველმოქმედო პროგრამები და ა.შ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.