2023 წლის ახალ სასწავლო და სამუშაო სეზონს ქართულ-გერმანული ცენტრი კვლავ სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერით იწყებს. უკვე 23 წელია, ჩვენი ცენტრის ერთგული მხარდამჭერი — კოლბეკების ოჯახი, რომელიც დღემდე რჩება ქართველი ხალხის მეგობრად — უანგაროდ აგრძელებს ქველმოქმედებასა და თანადგომას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

2023 წლის ოქტომბერში ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  • 05 ოქტომბერი – 85 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის ახალი ტანსაცმლის გადაცემა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის;

  • 06 ოქტომბერი – ფინანსური დახმარების გადაცემა ქუთაისში მცხოვრები 88 სოციალურად შეჭირვებული ბავშვისთვის;

  • 07 ოქტომბერი – საგანმანათლებლო და შემეცნებითი ექსკურსია დღის ცენტრის ბავშვებისთვის ჭიათურაში;

  • 13 ოქტომბერი – დასასვენებელი და გასართობი დღე გაბაშვილის სახელობის პარკში.

ქართულ-გერმანული ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის:

  • კოლბეკების ოჯახს — მრავალწლიანი თანადგომის, უანგარო ქველმოქმედებისა და ადამიანური სითბოსთვის;

  • ქალაქის ხელმძღვანელობასა და სოციალურ სამსახურს — მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის;

  • ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას — აქტიური ჩართულობისა და მზადყოფნისთვის;

  • და, რა თქმა უნდა, ცენტრის თითოეულ თანამშრომელს — პროფესიონალიზმისა და გამორჩეული შრომისთვის.

ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მისიის შესრულებას იქ, სადაც სითბო, მზრუნველობა და დახმარება ყველაზე მეტად არის საჭირო.

0