2015 წლის 8-10 ოქტომბერს ქალაქის ხელმძღვანელობის,გერმანიის საელჩოს და აკაკი წერეთლის სახლემწიფო უნივერსიტეტისა მხარდაჭერით ქუთისში საზეიმოდ აღინიშნა ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილე. მოწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები გერმანიიდან, გერმანიის ელჩი საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ქართველი და გერმანელი ინტელიგენციის ფართო წარმომადგენლობა. საიუბილეო დღეების ფარგლებში ორგანიზება გაუკეთდა ბევრ საინტერესო შეხვედრასა და ღონისძიებას, რომლებიც საინტერესოდ და შთამბეჭდავად ასახავდნენ ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის ისტორიას.
• შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტიკის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებთან.
• საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ,,გერმანელი მეგობრები საქართველოსთვის’’
• ქ.გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის საქველმოქმედო აქცია დღის ცენტრისა და და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის.
• ქ. ვადერნის საინიციატივო ჯგუფის საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის.
• თაობათა შეხვედრა ქართულ–გერმანული ცენტრის პროგრამებში მონაწილე მოსწავლეებთან და სტუდენტებთან.
• ქართულ-გერმანული ცენტრის ოცწლიანი მუშაობის ამსახველი ფოტო-გამოფენა
• საიუბილეო საზეიმო საღამო

ფოტოები
I დღე – თაობათა შეხვედრა
ფოტოები

II დღე – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
ფოტოები
III დღე – ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა ქართულ-გერმანული ოცწლიანი მუშაობის ამსახველი ფოტო გამოფენა და საიბილეო საზეიმო საღამო.
ფოტოები

0